Home » მთავარი » “სახელისუფლებო ცვლილებები არ იქნება”

“სახელისუფლებო ცვლილებები არ იქნება”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ პარტიაში ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ “ოცნება” “კიდევ უფრო ეფექტური გახდება” და არც სამთავრობო ცვლილებები იქნება.

სახელისუფლებო ცვლილებები არ იქნება და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარმატებით გააგრძელებს დაწყებულ საქმეს და პარლამენტიც, ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით, სრულად დაუჭერს მხარს იმ რეფორმებს და დაპირებების შესრულებას, რომელიც მიცემული გვაქვს საზოგადოებისთვის.

პარტიის ლიდერები მხარს უჭერენ ამ გადაწყვეტილებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით პარტია გახდება კიდევ უფრო ეფექტური და საერთო ჯამში, ეს გააჯანსაღებს იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს”- დასძინა თალაკვაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

“არ ვუპირისპირდები ივანიშვილს, მაგრამ მოვუწოდებ, გამოასწორონ შეცდომა…”

საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივას არ ეთანხმება. თუმცა ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარები, ...