Home » მთავარი » “პოლიტსაბჭო ალბათ შემცირდება, ძალიან დიდია მოცულობით”

“პოლიტსაბჭო ალბათ შემცირდება, ძალიან დიდია მოცულობით”

პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი „მაესტროს“ ეთერში აცხადებს, რომ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება “ქართულ ოცნებაში” ბოლო პერიოდში არსებულ უთანხმოებებს არ უკავშირდება და არის პარტიის სტრუქტურის გაძლიერება.

მისივე თქმით,  “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა სავარაუდოდ, შემცირდება.

“ჩვენ უმრავლესობაში ვართ და აქაც ძალიან ბევრი თემაა წინ წამოწეული. ხელმძღვანელია აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. ქალაქის მერიის პროექტების მასშტაბებსაც გადახედეთ – კახა კალაძე არჩეულია გენერალურ მდივნად. ძალიან მძიმე და ძალიან სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობს. რასაკვირველია, ამ ვითარებაში საერთოდ მოიშალა პარტიული სტრუქტურა. არ მინდა დამძიმება, მაგრამ პრაქტიკულად გადავიქეცით წინასაარჩევნო პარტიად, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე აკეთებს მობილიზებას  და რეალურად პარტია არ ვითარდება. ამ მოცემულობაში, რასაკვირველია, საუკეთესო კანდიდატურა არის პარტიის დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი. პოლიტსაბჭო ალბათ შემცირდება, ძალიან დიდია პოლიტსაბჭო მოცულობით”,- განაცხადა გია ვოლსკიმ „მაესტროს“ ეთერში.

Facebook Comments
x

Check Also

უამრავი სიურპრიზი – ზედაზენი „ბლექსი არენაზე” დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებების სპონსორია

სს “ქართული ლუდის კომპანია” Check in Georgia-ს ფარგლებში,  „ბლექ სი არენაზე” განხორციელებული და დაგეგმილი მნიშვნელოვანი ...