Home » მთავარი » “ცუდად უჩხიკინებთ-მეთქი პანკისს და არ გესმით…”

“ცუდად უჩხიკინებთ-მეთქი პანკისს და არ გესმით…”

ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდა მიღებულია. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტებმა ხელყუმბარაზე მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდი ვერ აღმოაჩინეს.

იხ.

http://www.gmtv.ge/39307-2/

პანკისის ხეობის უხუცესები მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მცდელობაზე ალაპარაკდნენ. ხეობა დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.

ამ თემას გენერალი, სამხედრო ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე გამოეხმაურა:

-ამ საკითხს კარგად უნდა ჩავუღრმავდე, მაგრამ გუშინდელ სიუჟეტში მომეჩვენა, რომ დნმ-ის კვალზე არ გვესაუბრეს და მხოლოდ თითის ანაბეჭდები მოგვახსენეს. შემთხვევით თუ განზრახ? გენეტიკური და კლასიკური დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, ანუ ეეთი ადამიანის ბიოლოგიური იდენტიფიკაცია ხდება უნიკალური გენეტიკური კოდის მიხედვით, ხოლო მეორეთი კი თითის ანაბეჭდებით. ჰოდა, რომელი ანალიზი გამოქვეყნდა, იქნებ გაგვარკვიოთ. საერთოდ, ცუდად უჩხიკინებთ-მეთქი პანკისს და არ გესმით. ეს საკითხი კონკრეტული ერთი ფაქტის ჭრილში უნდა განიხილოთ და არა ხეობის“ – ამბობს სალუქვაძე.

Facebook Comments
x

Check Also

ბავშვობაწართმეული თაობა – წლებს გადმოყოლილი სევდა…

რეპორტაჟი დრო გადის, ამ ადამიანების პრობლემები კი უცვლელია… წლები გადიან, იზრდებიან ბავშვები და იზრება სევდა ...