Home » თქვენი სათქმელი » “დიდუბის პანთეონი უნდა გამოთავისუფლდეს…”

“დიდუბის პანთეონი უნდა გამოთავისუფლდეს…”

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

მიხეილ მუმლაძე

ა (ა) იპ “ჩვენი საქართველო“-ს
ლიდერი

არ ვიცი კანონი არის თუ არა, რომ გარდაცვალებიდან 30 თუ 50 წლის შემდეგ უნდა მოხდეს ამა თუ იმ პიროვნების სახელის უკვდავყოფა:
1. ქალაქისათვის თუ სოფლისათვის მისი სახელის დარქმევა;
2. ქუჩებისათვის მისი სახელის მინიჭება;
3. ძეგლების ან ბიუსტების დადგმა;
4. მთაწმინდის, დიდუბის, საბურთალოს /ან სხვაგან/ პანთეონში გადასვენება და ა.შ.
ალბათ ბევრს არ ახსოვს, მაგრამ საბჭოთა კავშირის პერიოდში ადამიანის სიცოცხლეშივე ანიჭებდნენ ქალაქებს, ოლქებს ცოცხალი ადამიანების სახელებს, უდგავდნენ ძეგლებს, აგებდნენ გემებს…
ასე ერქვათ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკებში ბევრ ქალაქსა და სოფელს, დაბას, ქუჩას ორჯონიკიძე, სვერდლოვი, ძერჟინსკი, კუიბიშევი, კიროვი, ლენინგრადი, ულიანოვსკი, კალინინი, ლენინაკანი, ჟდანოვი და ა.შ.
საქართველოში გვქონდა ქალაქები: სტალინგორი, ლენინგორი, ცხაკაია, მახარაძე, ორჯონიკიძე, წულუკიძე, გეგეჭკორი და ა.შ.
თბილისში იყო ლენინის, სტალინის, ბერიას, კალინინის, ორჯონიკიძის რაიონები.
მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დასაფლავებული იყვნენ როგორც დიდი ილია ჭავჭავაძე, ასევე მისი მკვლელობის მოტრფიალე ფილიპე მახარაძე…
არა და თავის დროზე ფილიპე მახარაძე თავისი ოჯახის საგვარეულო სასაფლაოზე რომ დაესაფლავებინათ 30 თუ 50 წლის შემდეგ არავინ დააყენებდა მის მთაწმინდაზე გადასვენების საკითხს.
არა და პატარა ჩინოვნიკი აზერბაიჯანში ქალაქ განჯაში გარდაიცვალა, მაზრის უფროსის თანაშემწე იყო. ეს მოხდა 1845 წელს…
გავიდა 20 და მეტი წელი. ამ პატარა ჩინოვნიკის ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები გამოქვეყნდა საქართველოში ჟურნალებში, გაზეთებში, გამოვიდა წიგნებად და ხალხმა იკითხა, სადაა ამ გენიოსის საფლავიო და ილია ჭავჭავაძის მეთაურობით გადმოასვენეს განჯიდან თბილისში, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ეს მოხდა 1893 წელს…
გავიდა კიდევ რამდენიმე ათეული წელი და მთელმა ქართულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ ბარათაშვილის ადგილი დიდუბის პანთეონში არ იყო. ის მთაწმინდაზე უნდა ყოფილიყო ილიას, აკაკის, ვაჟას გვერდით და 1938 წელს დიდი პოეტის ნეშტი მთაწმინის პანთეონში გადაასვენეს.
თუ არ არსებობს ჩვენში ასეთი კანონი, უნდა დაკანონდეს და ადამიანის გარდაცვალებიდან 30-50 წლის გასვლის შემდეგ უნდა ხდებოდეს მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად გატარებული ღონისძიებების შესრულება.
მანამდე უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია და უნდა შეისწავლოს მთაწმინდისა და დიდუბის პანთეონში დასაფლავებული ადამიანების საკითხი.
ჩემი აზრით დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონიდან ნახევარზე მეტი ადამიანის გადასვენება თავისუფლად შეიძლება სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში საგვარეულო სასაფლაობეზე, ეკლესიების ეზოებში და ა.შ.
აქ დასაფლავებულია მგალითად 20-ე საუკუნის 20-იან წლებში მოღვაწე პოეტი ხარიტონ ვარდოშვილი. მის შემოქმედებას დღეს ფაქტიურად არავინ არ იცნობს, არავინ არ იცნობდა მის შემოქმედებას მე-20 საუკუნის 40-იან თუ 50-იან წლებშიც.
თუ ხარიტონ ვარდოშვილი იქ უნდა იყოს დასაფლავებული, მაშინ თავისუფლად შეიძლება იქ დასაფლავდეს საქართველოში დღესდღეობით არსებული ყველა სამწერლო და ლიტერატურული გაერთიანების ყველა გარდაცვლილი წევრი თუ წევრობის კანდიდატი.
ამას წინათ დავათვალიერე დიდუბის პანთეონი.
ვინ ასაფლავია აქ?
ვინმე დომეტი მშვენიერიძე, ალიკო გიორგაძე, დავით დუმბაძე, კოტე გრძელიშვილი, სიმონ ხუნდაძე, მარიამ უგრეხელიძე, ვლადიმერ კარსანიძე…
არის ასევე რამდენიმე აკადემიკოსი, რამდენიმე პროფესორი. ტრაღიკულად დაღუპული 4 ინჟინერი და სხვა.
ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ უნივერსიტეტში აღარ არსებობს დოცენტი, ლექტორი, უფროსი მასწავლებელი, რადგან ყველას პროფესორი დაარქვეს…
ადრე საქართველოში იყო ერთი მეცნიერებათა აკადემია, ახლა მგონი 23 აკადემია არსებობს და მისი წევრები ერთმანეთს აკადემიკოსებს ეძახიან და ასე წერენ ერთმანეთს აკადემიკოსი – აკადემიკოსს…
სირცხვილი არ არის? პანთეონში ტერენტი გრანელი დასაფლავებულია ძალზე უბრალოდ – არც ძეგლი, არც ბიუსტი! ასეთივე მდგომარეობაშია პაოლო იაშვილის საფლავიც.
ერთი საფლავის ქვაზე ძლივს ჩანს წარწერა, რომ დასაფლავებულია ვალერიან გაფრინდაშვილი…
ამას წინათ ოფიციალურად გამოცხადდა, რომ დიდუბის პანთეონი დაიხურა. ჩემი აზრით პანთეონის რეორგანიზაციის შემდეგ იგი მოქმედი გახდება ალბათ ორი სამი საუკუნე მეტი თუ არა.
P.S. რაც შეეხება ჯაბა იოსელიანის საფლავს ალბათ კარგია მანდ რომ არის, რადგან მთაწმინდისა და დიდუბის პანთეონებში ხშირად დაჰყავთ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები სად ანახვებდნენ მომავალ თაობას მის საფლავს?

Facebook Comments
x

Check Also

თბილისში კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის ორგანიზებით, კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა, ...