Home » მთავარი » „ნახევარი თბილისი ამ ნარკოტიკზე ზისო“- ვნანობ, რომ აქამდე ეს წერილი არ გავასაჯაროე!

„ნახევარი თბილისი ამ ნარკოტიკზე ზისო“- ვნანობ, რომ აქამდე ეს წერილი არ გავასაჯაროე!

ქეთი მიქაძე

ეს წერილი 2017 წლის 29 ოქტომბერს მივიღეთ, არ გაგვისაჯაროებია, თუმცა სათანადო ორგანიებსა და სტრუქტურებს ინფორმაცია მაშინვე მივაწოდეთ. ჩვენც მოვიკვლიეთ და აღმოჩნდა, რომ „ახალი ნარკოტიკისთვის“ საჭირო პრეპარატი ანასპამი მართლაც იყიდება აფთიაქებში და როგორც რამდენიმე აფთიაქის თანამშრომელმა გვითხრა, ყველაზე მეტად ამ წამალს 14-15 წლის გოგონები ყიდულობენ.

დღეს, როგორც არასდროს ისე გვმართებს ერთად დგომა და მომავალი თაობის გადარჩენა. მე დედა ვარ და მინდა ყველას ყურამდე მივიტანო-ერთად დავდგეთ ჩვენი შვილების გადასარჩენად.

მე ჟურნალისტი ვარ და დღეს ამ წერილით ოფიციალურად მივმართავ შსს-ს და ჯანდაცვას-მოიკვლიონ წერილში ქალბატონის მიერ ნაამბობი!

ძალიან ვწუხვარ, რომ აქამდე ეს წერილი არ გავასაჯაროე და მხოლოდ პირადულად მივაწოდე მავანთ.

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

პირველ რიგში ბოდიშით მოწოდების ფორმის გამო და გთხოვთ ბოლომდე წაიკითხოთ ეს წერილი. მე 2 შვილის დედა ვარ და ძალიან მეშინია ჩვენი მომავალი თაობის ხვალინდელი დღის გამო. საქმე პრეპარატს ეხება. გთხოვთ-წაიკითხეთ ბოლომდე.

ჟურნალისტები, რატომ ხართ ჩუმად???

თქვენს სააგენტოს თვალს ვადევნებ, ისეთ პრობლემებს ეხებით, რასაც სხვა არ აშუქებს. იმედია არც ახლა დარჩებით გულგრილი და ერთმანეთს დავეხმარებით, რომ მომავალი თაობა გადავარჩინოთ, მე ამჯერად ვერ გავამხელ სახელს და გვარს, უბრალოდ მერწმუნეთ-რასაც გწერთ სრული სიმართლეა და მე მაშინებს ჩვენი ბავშვების მომავალი. საფრთხეშ არიან!!! მოკლედ რაშია საქმე- ჩემი შვილების მეგობრების საუბარს ყური მოვკარი და გავიგე, რომ არსებობს ახალი ნარკოტიკი გოგოებისთვის ძირითადად 14–16 წლის ასაკში. ეს ალბათ ჩემთვის არის ახალი, თორემ თურმე, როგორც ისევ მათი საუბრიდან მივხვდი 2 წელია არსებობს და ნახევარი თბილისი მასზე ზის. ზუსტად ასე თქვეს-„ნახევარი თბილისი ამ ნარკოტიკზე ზისო“.

მარტო რომ დავრჩით ჩემს გოგონას ვკითხე-ჯერ არაფერს ამბობდა, ნუ გეშინია, მე არასდროს გავეკარებიო, მაგრამ რომ ავუხსენი, რომ მხოლოდ მასში ან თითოეულში არ იყო საქმე, ეტყობა თავადაც მიხვდა, რომ ეს პრობლემა გვეხება ყველას და ალაპარაკდა.

აი რა მითხრა: –სავარაუდოდ ორსულების წამალია, სახელი ქვია ანასპამი . ამას ურევენ მოზარდები სიგარეტის თუთუნში და ეწევიან ბოთლით როგორც პლანს ისე,როგორც მითხრეს ბავშებმა რეცეპტი ამ წამალს არ ჭირდება და ლეგალურია ყველა აფთიაქში. როგორც ამიღწერეს სიპტომები წააგავს მარიხუანას ეფექტს, თან ახლავს ჰალუცინაციები, შიშები და შფოთვები, მოქმედების დრო საკმაოდ დიდი აქვს, როგორც ბავშვები ამბობენ იქამდე გრძელდება, სანამ არ გამოიძინებო“.

მე არ ვიცი რა ვქნა, ახლობლებს ვეტყვი, მეგობრებს გავაფრთხილებ, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. თქვენ კი უფრო მეტი შეგიძლიათ. საჯაროდაც ვერ განვაცხადებ, 2 გოგოს მშობელი ვარ და რა ვიცი ამას რა მოჰყვება!!!! არც გაჩუმება შემიძლია, როცა 14-15 წლის გოგო ამბობს „როცა პლანი არ მაქვს ანასპამს ვეწევი და როცა პლანი მაქვს, მაშინ პლანსო“-მშვიდად ვერ ვიქნები.

გთხოვთ, უყურადღებიდ არ დატოვოთ ეს წერილი. ძალიან გთხოვთ, ატეხეთ განგაში!!!_ნათქვამია წერილში.

 

Facebook Comments
x

Check Also

სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელი ...