Home » ბლოგი » “მიჩნდება ეჭვი…დაველოდებით სინოდის მომდევნო სხდომას,ოდესმე ხომ ჩატარდება”.

“მიჩნდება ეჭვი…დაველოდებით სინოდის მომდევნო სხდომას,ოდესმე ხომ ჩატარდება”.

ზვიად ცაბაძე

თეოლოგი

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კატასტროფული და აგონიური მდგომარეობის საკითხის დაყენება წმინდა სინოდის სხდომაზე კათოლიკოს – პატრიარქის ქორეპისკოპოსთა უფლება და მოვალეობაა.
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე), რომელიც სასწავლებლის ყოფილი რექტორია, იცის ამ პრობლემათა შესახებ. ასევე, მეორე ქორეპისკოპოსი, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) იცნობს 2012 წლის მოვლენებს, რასაც ადგილი ჰქონდა თსას-ში. რაც შეეხება მესამე ქორეპისკოპოსს, სენაკისა და ჩხოროწყუს, და ავსტრალიის მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი), ის, არათუ ამ პრობლემებს გაიტანს სინოდის სხდომაზე, არამედ სრულიად მიკერძოებულად ეხმარება ფულისა გაფლანგვასა და ძალადობაში ბრალდებულ რექტორს და მის ჯგუფს. (მიჩნდება ეჭვი, ვარაუდი, რომელსაც ვერ დავადასტურებ, რომ შესაძლებელია, მიტოპოლიტი შიოც მონაწილეობდა ხსენებული 4 მილიონის გაფლანგვის საკითხში. სხვა შემთხვევაში, ასე გამალებით რატომ დაიცავდა რექტორს?!).

აქედან გამომდინარე, წმინდა სინოდის სხდომაზე თსას -ის პრობლემატური საკითხები ან მიტოპოლიტმა თეოდორემ, ან ეპისკოპოსმა იაკობმა უნდა დააყენოს.

თუკი ამ პრობლემების განხილვა არ მოხდება სინოდის სხდომაზე, ეს ნიშნავს: 1. თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის ბედი არავის ანაღვლებს. 2. დაირღვევა (კიდევ ერთხელ) სჯულის კანონი, რომლის მიხედვითაც, ჩვენ, როგორც ცილისმწამებლებს (მავანთა აზრით), არავითარი სასჯელი არ დაგვაკისრეს. რაც შეეხება ჩვენს დასჯას, ეს ვერ მოხდება ხსენებული საკითხების შესწავლისა და განხილვის, შესაბამისი პროცედურების შერულების გარეშე (რომლის შედეგადაც დარწმუნდებოდნენ, რომ ჩვენ ვცრუობთ).

ნებისმიერ შემთხვევაში, წმინდა სინოდი განიხილავს თუ არ განიხილავს ამ საქმეს, ”მოგებული” და ”გამარჯვებული” მაინც ჩვენ, ამ საქმის მსხვერპლნი გამოვალთ.

დიდი რუდუნებით დაველოდებით და დავაკვირდებით წმინდა სინოდის მომდევნო სხდომას ( ოდესმე ხომ ჩატარდება).

 

Facebook Comments
x

Check Also

მანქანაში 3 ადამინი – ამ წესს დამატება სჭირდება, რათა სტრესს და ხარჯებს ავარიდოთ ჩვენი მოქალაქეები…

გულიკო ზუმბაძე “ლელო” -სამ სულზე მეტი ოჯახი ერთი მანქანით ქალაქგარეთ ვერ გაემგზავრება, ასეთია საგანგებო მდგომარეობის ...