Home » მთავარი » აგვისტოს ომის გმირის მეუღლის სათქმელი საზოგადოებას (ვიდეო)

აგვისტოს ომის გმირის მეუღლის სათქმელი საზოგადოებას (ვიდეო)

აგვისტოს ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის მეუღლე თეა ტაბატაძე თბილისში რომელიმე ქუჩისთვის ან სკვერისთვის გმირის სახელის მინიჭებას ითხოვს. მან პირველად მისი გულისნადები სააგენტოში გაამხილა, ისიც გვითხრა 2010-2011 წლებში საკრებულოსაც მივმართე, მაგრამ უარი მიტხრესო. ქალბატონ თეას უნდა მისი შვილები მუდამ ამაყობდნენ გმირი მამით და უნდა ისიც, რომ სამშობლოს სიყვარულს შეწირული ვაჟკაცის სახელი მომავალმა თაობებმაც იცოდნენ.

ჩვენ ქალბატონი ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის წევრს, ემზარ ქვარიანს დავაკავშირეთ. შეხვედრა სააგენტოში შედგა, რადგან GmTV მზად არის გვერდით დაუდგეს თეას ამ იდეის გახმოვანებასა და ოცნების ასრულებაში.

როგორც ემზარ ქვარიანმა გვითხრა, ის  ინფორმაციას თავად მიაწოდებს ვეტერანთა დეპარტამენტსაც და ქალბატონს გვერდით დგომა აღუთქვა.

ჩვენც მზად ვართ გმირის მეუღლეს გვერდით დავუდგეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ გმირების სახელები უნდა იცოდნენ მომავალმა თაობებმა და პატივი უნდა მივაგოთ მათ ხსოვნას.

შმაგი სოფრომაძე

რუბრიკა  „იცნობდეთ გმირებს“

გადაცემა „ჩვენი ამბები“

Facebook Comments
x

Check Also

ხელისუფლებას ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ნება არ გააჩნია

დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. გერმანული მოდელი, რასაც ოპოზიცია მმართველ გუნდს სთავაზობს, ყველა იმ დეპუტატის ...