Home » მთავარი » “პოლიტიკური დეკლასირება-დეკლანირება” ანუ იგივე მოკვეთა თავისსავე გუნდიდან”

“პოლიტიკური დეკლასირება-დეკლანირება” ანუ იგივე მოკვეთა თავისსავე გუნდიდან”

კახაბერ თორია

პოლიტოლოგი

პრეზიდენტის ქმედებასთან დაკავშირებით:

როდესაც პიროვნებას არ აქვს ხალხისგან დელეგირებული “ჭარბი პოლიტიკური ძალაუფლება”, ის მითუფრო უნდა ჩაეტიოს კანონის ჩარჩოებში და ყოველგვარ ადამიანურ და ავტორიტეტულ ამპლუებს უნდა მოერიდოს, გარდა ფორმალურისა. ხოლო, როდესაც პიროვნებას ხალხიდან დაწყებული ყველა იერარქიული სუბიექტი რაღაც გადაცდომებს გაუტარებს და პატიობს გამონაკლისით, სწორედ ეს არის ჭარბი პოლიტიკური ძალაუფლება, ქარიზმატულობა და ავტორიტეტი, და მას ამას თითქოს გაუგებენ კეთილი ნებით. რაც შეეხება კონკრეტულ ქმედებას პრეზიდენტის მხრიდან, ეს არის აშკარა უტაქტობის და პერსონალური რესურსის კრიზისის გამოხატულება. ხოლო, რაც შეეხება მთავარს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კონსტიტუციით პრეზიდენტი არის ერთგვარი მაბალანსებელი და ყველას მთავარსარდალი, მას მაინც უდიდესი პასუხისმგებლობა და დავალებულობა გააჩნია იმ გუნდის მიმართ, რომელმაც ის წარადგინა, და პოლიტიკურად არაკორექტულია გუნდისადმი ანგარიშვალდებულობის იგნორირება, თუმცა სამართლებლივი მომენტი ამას მას უმსუბუქებს და თითქოს ხელშეუხლებელს ხდის.

რეალურად კი ასეთ დროს ხდება ფიგურის “პოლიტიკური დეკლასირება-დეკლანირება”, ანუ იგივე მოკვეთა თუ გარიყვა თავისსავე გუნდიდან და მისი პრინციპული რეპუტაციის სკეპტიციზმის ქვეშ დაყენება, რაც თავისთავად საგანგაშო არ არის, მაგრამ პერსპექტივაში კარიერის თვალსაზრისით არასასურველია ნებისმიერი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირისათვის.

 

Facebook Comments
x

Check Also

“რაც არასდროს არ მითქვამს…”

ინტერპელაციის წესით პარლამენტში მიწვეულმა პრემიერმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის მიუხედავად, საქართველოს ...