Home » მთავარი » “პრეზიდენტის გამოსვლა იყო ერთი რიგითი ოპოზიციონერის მოხსენება”
????????????????????????????????????

“პრეზიდენტის გამოსვლა იყო ერთი რიგითი ოპოზიციონერის მოხსენება”

„ბევრ გამოწვევაზე შეეძლო საუბარი საქართველოს პრეზიდენტს,  არის უამრავი საკითხი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ასახული მის ყოველწლიურ მოხსენებაში, თუმცა, ძალიან ბევრ საკითხს აუარა მან გვერდი და ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელიც  მისი აზრით, ოპოზიციური გადმოსახედიდან შეიძლება ყოფილიყო მომგებიანი“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას. მისი თქმით, ეს არ იყო სახელმწიფო მეთაურის მოხსენება.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძე 2012 წლის მოვლენების მიმართ პრეზიდენტის დამოკიდებულებას შეეხო. მისი თქმით, 2012 წელს მომხდარი დემოკრატიული გარდატეხის მნიშვნელობა გიორგი მარგველაშვილმა ჯანდაცვის რეფორმამდე, სოფლის მეურნეობის პროგრამებამდე და უფასო სახელმძღვანელოებამდე დაიყვანა, რაც შემაშფოთებელია და რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის ღირებულებები, რომლითაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, გიორგი მარგველაშვილისთვის არაფერს ნიშნავს.

„2012 წელს საქართველოში მოხდა ნამდვილი დემოკრატიული გარდატეხა, რომელმაც თავისი გავლენა მოახდინა ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულებაზე და რეალურად ამ გარდატეხის  მნიშვნელობა გიორგი მარგველაშვილმა დაიყვანა ჯანდაცვის რეფორმამდე, სოფლის მეურნეობის პროგრამებამდე და უფასო სახელმძღვანელოებამდე.  რაც ძალიან შემაშფოთებელია და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის ღირებულებები, რომლითაც მოვიდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში  2012 წელს,  და ის ღირებულებები, რომლებიც ამოძრავებდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, 2012 წლის გარდატეხის დაგეგმვისას, ბატონი გიორგი მარგველაშვილისთვის არაფერს ნიშნავს. ეს ძალიან სამწუხაროა და ეს რომ სხვანაირად ყოფილიყო, ბუნებრივია ის ამ ღირებულებებს 2014 წელს ზურგს არ შეაქცევდა. ესეც ძალიან სამწუხარო მოვლენაა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით,  „ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელსაც 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედი, ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ცდილობს არა მხოლოდ შეინარჩუნოს მიღწეული, არამედ კიდევ უფრო განამტკიცოს და ამ მიმართულებით იქნება მიმართული ძალისხმევა.

„ქართული ოცნება’ არის ის გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედი ბიძინა ივანიშვილი და რომელიც არის იმ ღირებულებების ერთგული, რომლითაც „ქართული ოცნება“ მოვიდა  ხელისუფლებაში.

ჩვენ ვცდილობთ, რომ არა მხოლოდ შევინარჩუნოთ მიღწეული, არამედ ჩვენი ამოცანაა ამ მიღწეულის კიდევ უფრო განმტკიცება და აქეთკენ იქნება მიმართული თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა, აქეთკენ იქნება მიმართული საქართველოს პრეზიდენტის ძალისხმევა.

ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ  ჩვენ გვქონდა მარტივი ამოცანა, 2013 წლის არჩევნების შემდეგ პრეზიდენტს უნდა დაემკვიდრებინა ახალი ტრადიცია, ახალი კულტურა და მან ეს სამწუხაროდ ვერ მოახერხა, რაც ნამდვილად არის სინანულის საფუძველი და მე დიდი იმედი მინდა გამოვთქვა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი პრეზიდენტი, 2018 წელს არჩეული პრეზიდენტი სულ სხვა ტრადიციას დაამკვიდრებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Facebook Comments
x

Check Also

სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა მათ შორის გულისხმობს იმას, რომ ე.წ. ბირჟაზე 5 და 6 ადამიანი არ უნდა დადგეს

ახალი შეზღუდვების მიხედვით თავშეყრის ადგილებზე 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა, სამ ადამიანამდე შემცირდა. მთავრობის ადმინისტრაციის ...