Home » მთავარი » “ფორმატი არის “პრეზიდენტის მიმართვა პარლამენტისადმი” და არა დებატები ან კინკლაობა დეპუტატებთან”

“ფორმატი არის “პრეზიდენტის მიმართვა პარლამენტისადმი” და არა დებატები ან კინკლაობა დეპუტატებთან”

ამირან სალუქვაძე

გენერალი.ანალიტიკოსი

-სანამ რგოლებს ნახავთ, ჯერ ტექსტი წაიკითხეთ.

როგორც მოგახსენეთ, არ ვაპირებდი პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას. გუშინდელი სკანდალი იმდენად გამაღიზიანებელი იყო, რომ საკუთარ თავს მუსიკალური განტვირთვა მოვუწყვე.

დღეს, ნაცვლად იმისა, რომ ან გაეტარებინათ ეს თემა, ან საზოგადოებისთვის ნორმალურად აეხსნათ, იწყება ისევ მაღალ ტონალობაში საუბრები და დამოძღვრები. ცხვრის ფარად გვთვლით?

ვისაც გეზარებათ მთლიანი გამოსვლის ნახვა, თქვენთვის დავჭერი მთელი გამოსვლა ცალკეულ რგოლებად. ძალიან მოხერხებულია.

მინდა გითხრათ, რომ ქართული ოცნების ამდენ ქება-დიდებას არ ველოდი. უფრო მეტი მძაფრი და კრიტიკული გამოსვლის მოლოდინი მქონდა.

რამდენიმე ნეგატივი დააფიქსირა, რომ პრესას უწევს სირთულეების რეჟიმში მუშაობა (თუმცა, თავისუფალიაო) და სოციალურ თანასწორობას ვერ მივაღწიეთო. სულ ეს იყო. დანარჩენი შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოებზე:
-ჯანდაცვა ფრიადი
-სოფლის მეურნეობა ფრიადი
-ნატოსთან ინტეგრაცია ფრიადი
-თავდაცვის რეფორმები ფრიადი (ნუთუ უმაღლესი მთავარსარდალი ფიქრობს, რომ იმ გამოწვევებთან საპასუხოდ, რომელბსაც თვალს ვადევნებთ, ყველაფერი კეთდება და ამ ტრიბუნიდან გარკვეული მინიშნებები არ უნდა გაკეტებულიყო?)
-განათლების რეფორმა ფრიადი (ოღონდ მისი მინისტრობის დროს. შემდეგ არაფერი გაკეთებულაო)
-გაეროს მიმართულებით ფრიადი
-რუსეთთან მიმარტებაში მთავრობის პოლიტიკა ფრიადი
-ბიზნეს გარემო ფრიადი
-ეკონომიკური რეფორმები, სტარტაპები ფრიადი

რაიმე თუ გამომრჩა, გადაამოწმეთ ვიდეო რგოლებით.

ჰო, ისაუბრა გამოუძიებელ გახმაურებელ საქმეებზე და სასამართლო სისტემაზე, თუმცა არც ისე მძაფრად.

ამ წარმატებების და შემართების ფონზე დავთანხმდი პრეზიდენტობასო.

2012-ის ყველა შემომქმედი არ ესწრება ამ სხდომასო. ალბათ ბიძინა ივანიშვილი იგულისხმა. ისე, მადლობის გადახდა შეიძლებოდა პრეზიდენტობის შემოთავაზებისა და მხარდაჭერისთვის. გაკრიტიკებას რომ მოერიდა, ფაქტია.

თუ ასე კარგად იყო ყველაფერი, ამდენი ვეტო და ამდენი დაპირისპირება რა ამბავი იყო?

დაისვა კითხვები შეწყალებასთან დაკავშირებით, რამაც გაღიზიანება გამოიწვია. რატომ? წელიწადია ამ კითხვებს ვსვამ და გაგეცათ ჩვენთვის პასუხი.

ნაკლებად მაინტერესებს საუბრები ნათესავების შეწყალებაზე (მაინტერესებს, ოღონდ ნაკლებად). მაინტერესებდა პასუხის მიღება რაოდენობასთან დაკავშირებით.

კერძოდ, ნორმალურად მიგაჩნიათ ასეთი კონვეირული მეთოდით შეწყალების პროცესის წარმოება?

ამნისტირებული იქნა 7 ათასი ადამიანი, რომელთაგან ძალიან დიდ ნაწილს, იმ ფონზე, როცა სასჯელის გამოტანა ხდებოდა დაჯამების გზით და რაზეც ახლა რამდენიმე წლიან სასჯელს იღებენ, წინა კანონმდებლობით ჯამდებოდა, რომელ სასჯელსაც არაადამიანურ პირობებში იხდიდნენ, შეუმცირდა სასჯელის ვადა. ზოგი პირდაპირ იქნა ამნისტირებული. გარკვეული პირების გამოშვებასთან დაკავშირებით ადრე დავწერე ბევრჯერ და აღარ განვმეორდები. ამ შემთხვევაში სხვა რამეს ვუსვამ ხაზს.

მაშინ როცა 20 კაციან კამერაში 40 და 60 პირი იხდიდა სასჯელს, როცა ღამით მორიგეობით ეძინათ და დღისით ძილის უფლება არ ჰქონდათ, ნებისმიერმა გამოსცადეთ რამდენიმე კვირის მანძილზე იძნეთ 2-3 საათი და დააკვირდით საკუთარ მდგომარეობას.

ახლა რა საჭიროებაა კრიმინალების ასეთი მასშტაბებით შეწყალება?

თვლით თუ არა, რომ 7 ათასი ამნისტირებულის ფონზე, ასეთი რაოდენობით შეწყალებები იყო დაუშვებელი და წინასწარ იყო გასაგები, რომ ძალიან სერიოზულ გავლენას მოახდენდა კრიმინოგენულ ვიტარებაზე?

შეგახსენებთ, 4 წელში შეწყალებული იქნა 3600 ადამიანი. როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები მეუბნებიან, შეწყალების თაობაზე საბუთები შეაქვთ მძიმე დანაშაულებში გასამართლებულ პირებს. ამასთან ამ ყველაფერს სათანადო სახსრები სჭირდება საადვოკატო მომსახურებისთვის.

სამწუხაროდ, ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივირე. არადა უკვე წელიწადია ვწერ.

ახლა რაც შეეხება დემარშს. პირველ რიგში, ეს დემარში ჩვენ გაგვიკეთა და არა პარლამენტს.

ნახეთ პირველი რგოლი, იმედის სიჯეთი. ნორმალურად მიგაჩნიათ პრეზიდენტის ასეთი უხეში საუბარი პარლამენტის შენობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან? სპიკერი უხსნის, რომ ასეთია კანონი, ასეთია რეგლამენტი, პრეზიდენტი ეუბნება, რომ “მოვითხოვ დაუყონებლივ” მიიღოთ ცვლილებები და მომცეთ დებატების უფლება.

შემდეგ ისეთი დისკუსია წავიდა, ჩანდა, რომ რომ არა ეს დემარში, რომ არა დარბაზის დატოვება, ამ შეკამატებების გარეშე რომ მოეთხოვა პერიოდულად პასუხების გახემა, ამ უფლებას მიირებდა. ნახეთ ჩანაწერი.

თუმცა, თუ პრეზიდენტს უნდა გაეცა მიმდინარე რეჟიმში პასუხები, მაშინ ჩნდება ლოგიკური მოთხოვნა, რომ მიმდინარე რეჟიმშივე პრეზიდენტსაც უპასუხონ. იქნებ არ ეთანხმებიან?!

არსებობს ტრადიცია, რომელიც 23 წელია მოქმედებს და რატომ უნდა შეიცვალოს? საუბარი იმაზე, რომ “არ ვართ ბრიტანეთის პარლამენტი”, არ მიმაჩნია სწორად. რაში მაინტერესებს ბრიტანეთის პარლამენტი?

დავაკვირდი, ხუთი გამომსვლელის მანძილზე პრეზიდენტს არცერთი ჩანაწერი არ გაუკეთებია. არ მახსოვს, წინა წლებში იწერდა თუ არა. უნდა ვნახო. მაგალითად, წინამორბედი პრეზიდენტები იწერდნენ, მონიშვნებს აკეთებდნენ და ბოლოს პასუხობდნენ კონკრეტული დეპუტატების გამონათქვამებს.

ვერ გავიგე რას ნიშნავს პრეზიდენტის გამოთქმა, რომ “დრამატულად გაიზარდა ნატოს წვრთნები საქართველოში”?

მთავარი დასკვნა: ეს ფორმატი არის “პრეზიდენტის მიმართვა პარლამენტისადმი” და არა დებატები ან კინკლაობა დეპუტატებთან. ამიტომ, ეტყობა ვერ გაუგიათ არსი. დღემდე არსებული რეგლამენტი არის სწორი. თუ სხვაგვარად სურთ, სახელიც გადაარქვან. მაგალითად, – “პრეზიდენტის დებატები დეპუტატებთან”.

P.S. თუ რაიმე პოლიტიკური ამბიცია ჰქინდა სამომავლოდ, სულ სხვა გამოსვლა უნდა ჰქონოდა და რაიმე მინიშნება უნდა გაეკეთებინა ამ ტრიბუნიდან, თან ყოველგვარი ბუტიაობის და დემარშების გარეშე.

სრული გამოსვლა და დებატები იხილეთ ბმულზე:
http://www.myvideo.ge/tv/imedihd/2018-05-02/12:17:18

ვიდეოები :

Gepostet von Amiran Salukvadze am Donnerstag, 3. Mai 2018

Gepostet von Amiran Salukvadze am Donnerstag, 3. Mai 2018

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში თესლბრუნვის პრაქტიკის დანერგვა დაფინანსდება

კორონავირუსთან  ბრძოლის პარალელურად, საქართველოს რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დაცვით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ფერმერები ინტენსიურად ...