Home » ეკონომიკა » დღეიდან სესხის გაცემის პროცედურა მკაცრდება

დღეიდან სესხის გაცემის პროცედურა მკაცრდება

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის და კომერციულ ბანკებში ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ხელშეწყობის მიზნებისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, ცვლილებები შევიდა “კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებაში.

ბრძანება იხ.

https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=3333

ასე რომ, კომერციული ბანკებისთვის დღეიდან ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები ამოქმედდება – სესხის გაცემის პროცედურა მკაცრდება.

კერძოდ, კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა ეზღუდებათ. იმისათვის, რომ ფიზიკური პირის შემოსავალი ჩაითვალოს გაანალიზებულად, ბანკში წარდგენილ უნდა იქნეს სახელფასო ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან ან ცნობა შემოსავლების სამსახურიდან.

თუ მსესხებელი შემოსავალს იღებს სავაჭრო/სამეწარმეო საქმიანობიდან, ბანკს მოუწევს გადამხდელუნარიანობის დასადასტურებლად მისი საქმიანობის დეტალური ფინანსური ანალიზი ჩაატაროს.

ეროვნული ბანკის განმარტებით, შემოსავლის დადასტურების გარეშე საცალო სესხების გაცემის მოტივაციის შემცირება ხელს შეუწყობს საბანკო სექტორში საკრედიტო სტანდარტების, ასევე კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელების ხარისხის გაუმჯობესებას და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობების წახალისებას.

Facebook Comments
x

Check Also

პროკურატურა 20-21 ივნისის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეზე  დაშავებული  მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო. ...