Home » მთავარი » “გურამიშვილმა” მგზავრთა მიღება ჩვეულ რეჟიმში განაახლა

“გურამიშვილმა” მგზავრთა მიღება ჩვეულ რეჟიმში განაახლა

მეტროსადგურ „გურამიშვილზე“ ნაწილობრივ დასრულდა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც გარემონტდა ზედა ვესტიბიული და დახრილი გვირაბი. სადგურმა მგზავრთა მიღება ჩვეულ რეჟიმში განაახლა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, გასუფთავდა და შეიღება ზედა ვესტიბიულის და დახრილი გვირაბის თაღები, დამონტაჟდა ახალი ენერგოეფექტური სანათები, შეიცვალა დაზიანებული მარმარილოს ფილები, კედლები დასუფთავდა და დამუშავდა სპეციალური ხსნარით, რის შემდეგაც მოხდა მათი პოლირება სპეციალური ტექნოლოგიით. ასევე, შეიცვალა მეტროსადგურის შესასველი კარი და ვიტრაჟი, კონტროლიორის ჯიხურები და დამონტაჟდა მგზავრთა ნაკადის გამყოფი ახალი ბარიერები. აღნიშნული სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობდა მომსახურე პერსონალის ოთახების რემონტი და კეთილმოწყობა. პარალელურად, სადგურის ქვედა ბაქანზე მოიხსნა ბეტონის თაღის წყალამრიდი ქოლგა. დაიგეგმა მოსაცდელი ბაქნის სალიანდაგო ბეტონის და არსებული თაღის კველვითი სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ, განახლდება ქვედა სადგურის პროექტირება-რეაბილიტაცია. ქვედა ბაქანის სარემონტო პროცესი იწარმოებს ღამის საათებში და არ გამოიწვევს მგზავრთა გადაადგილების შეფერხებას.

Facebook Comments
x

Check Also

“მეუფეები მრევლს აფრთხილებენ – არ დაარღვიოთ კონონი, თორემ დაჯარიმდებითო”

მიმდინარეობს საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები და ალბათ შევთანხმდებით იმაზე, რომ სააღდგომო ლიტურგიის დროს არც ...