Home » მთავარი » “ნარკოტიკი კლავს! კლავს ძალიან ჩქარა! არ გამოიყენოთ!”

“ნარკოტიკი კლავს! კლავს ძალიან ჩქარა! არ გამოიყენოთ!”

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს არ გამოიყენონ ნარკოტიკული ნივთიერებები.

“მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს და ყველას, რომ არ მოიხმაროთ ნარკოტიკული საშუალებები. ეს უნდა იყოს ძირითადი გზავნილი ამ ეტაპზე. ნარკოტიკი კლავს და სამწუხაროდ დღეს, როდესაც ჯერ კიდევ უცნობი ნივთიერებაა შემოსული კლავს ძალიან ჩქარა, არა წლების შემდეგ, არამედ დაუყონებლივ. ეს არის დიდი ტრაგედია და უზარმაზარი პრობლემა რაც მსოფლიოს აქვს დღეს. არის ათი ათასობით სიკვდილი დაკავშირებული ამ ნარკოტიკებთან. ეს პრეპარატები ვრცელდება სხვადასხვა დასახელებებით სხვადასხვა საფარველქვეშ. არ გამოიყენოთ ნარკოტიკული საშუალებები.

მნიშვნელოვანია ნარკოპოლიტიკის რეფორმა რომელზეც ვმუშაობთ. აუცილებელია საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ ამ კანონზე და უახლოეს მომავალში ამ რეფორმაზე მუშაობას დავასრულებთ,”- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

Facebook Comments
x

Check Also

ვთვლი, რომ ეს ქვეყანა ცოტა უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს

გიორგი გახარიას დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ. „პრობლემა გახლავთ ის, რომ დღეს, როდესაც უმწვავესი კრიზისის ...