Home » მთავარი » “ფონიჭილაში ვისაც გაგივლიათ, შეიძლება იფიქროთ, რომ ნარკოტიკი უკვე ლეგალიზებულია”

“ფონიჭილაში ვისაც გაგივლიათ, შეიძლება იფიქროთ, რომ ნარკოტიკი უკვე ლეგალიზებულია”

“თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა:

-“არამც და არამც არ უნდა ჰქონდეს ვიღაცას იმის მოლოდინი, რომ კლუბში შეიძენს თავისუფლად ნარკოტიკულ საშუალებას. რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ მეც და ბევრ ჩვენგანსაც მოსდის “ვაიბერზე” ეს შეტყობინებები. პრობლემაა ისიც, რომ ეს საიტები არ არის დაბლოკილი. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ფონიჭილაში ვისაც გაგივლიათ, შეიძლება იფიქროთ, რომ იმ ტერიტორიაზე ეს კანონპროექტი მიღებულია. რაც ჰოლანდიაში არ ხდება, ისიც კი ხდება ფონიჭალაში. ნარკოტიკული ნივთიერებები გარევაჭრობის დონეზე იყიდება…

ჩემი აზრით, შეუძლებელია ფართოდ გავრცელებული ასეთი სავაჭრო ქსელის ორგანიზება, თუ არა მაღალჩინოსნების მფარველობა. თავი დავანებოთ ნარკოტიკს. ნარკოტიკი კი არა, კარტოფილი რომ გქონდეს 10 ტონა და გინდოდეს გაყიდო მთელ საქართველოში, დაახლოებით 200 დისტრიბუტორი უნდა გყავდეს და ათასობით მომხმარებელს მიაწოდო. მოახერხებ, რომ ეს კარტოფილი 10 000-ს კაცს ისე მიაწოდო ჩუმად, თუ პოლიცია არ მფარველობს?! ხომ შეუძლებელია?!

მესმის, რომ შეიძლება ერთ ადამიანს მიჰყიდო ჩუმად, ორ ადამიანს, მაგრამ როცა 10 000-ები მოიხმარენ ამას და როცა თბილისის ერთ-ერთი უბანი დაგისახელეთ და სხვა უბნებსაც დაგისახელებთ, ხომ გვესმის, რომ ეს ყველაფერი არც შევარდნაძის დროს და არც დღეს არ ხდება მაღალჩინოსნების მფარველობის გარეშე”

Facebook Comments
x

Check Also

საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის კიდევ 421 ფაქტი გამოვლინდა

 მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. ...