Home » მთავარი » არ დაგავიწყდეთ! პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს დაიწყო

არ დაგავიწყდეთ! პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს დაიწყო

დღეს პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი  9 საათიდან დაიწყო. ყველა მშობელს აქვს საშუალება  ბავშვი მისთვის სასურველ სკოლაში დაარეგისტრიროს.

რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზეა შესაძლებელი. (registration.emis.ge). მოსწავლისა და მისი მშობლის შესახებ ეკრანზე გამოტანილი ყველა ველის შევსება სავალდებულოა, რესგიტრაციის გავლის შემდეგ პირველკლასელს ინდივიდუალური კოდი მიენიჭება, რომელიც ბავშვის შემდგომი იდენტიფიცირებისათვისაა მნიშვნელოვანი.

განათლების სამინისტროში განამრტავენ, რომ რეგისტრაციის პროცესში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია ის ადამიანი, რომელიც უშუალოდ ბავშვს არეგისტრირებს.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მეორე ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2018 წლის 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით მოხდება.

პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყო და სამ ეტაპად მოხდება.

Facebook Comments
x

Check Also

“პირველი სიმპტომების აღმოჩენისთანავე 112-ზე დარეკეთ”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ნებისმიერი ვირუსის სიმპტომების აღმოჩენისთანავე კლინიკებს არ მიმართონ და ჯერ 112-ს ...