Home » მთავარი » იუნკერებმა და კადეტებმა კოჯორ-ტაბახმელასთან 1921 წელს მომხდარი ბრძოლის ველი დაასუფთავეს

იუნკერებმა და კადეტებმა კოჯორ-ტაბახმელასთან 1921 წელს მომხდარი ბრძოლის ველი დაასუფთავეს

იუნკერებმა და კადეტებმა კოჯორ-ტაბახმელასთან 1921 წელს მომხდარი ბრძოლის ველი დაასუფთავეს

დასუფთავების აქციის პარალელურად, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედროებმა ტერიტორიაზე 1921 წლის თებერვლის ბრძოლის საინფორმაციო მაკეტი მოამზადეს.

უახლოეს მომავალში,  ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის, ლიცეუმის კადეტებისთვისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ისტორიული ლაშქრობა იგეგმება.

გასვლით ლექციას ისტორიკოსები წარუძღვებიან, რომლებიც ახალგაზრდებს სამხედრო მაკეტს წარუდგენენ და თბილისის შემოგარენში ბრძოლების ისტორიას დეტალურად გააცნობენ.

ღონისძიება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.

Facebook Comments
x

Check Also

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იწყება

ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ ინიციატივით, საინიციატივო ჯგუფი, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ...