Home » მთავარი » პრემიერი: ჩვენ უნდა ჩავიხუტოთ ისინი გულში…

პრემიერი: ჩვენ უნდა ჩავიხუტოთ ისინი გულში…

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივი მიაგო და ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვება მიულოცა.

პრემიერის თქმით, მოქალაქეებიის ვალი ვეტერანების დაფასებაა.

“ჩვენი ვალია, რომ მათი გმირობა დავაფასოთ. ჩვენ უნდა ჩავიხუტოთ ისინი გულში, ძალიან ძვირფასი ადამიანები, რომლებმაც სიცოცხლე დადეს სამშობლოსთვის მსხვერპლად. საქართველომ გაიღო უდიდესი მსხვერპლი 300000-ზე მეტი ადამიანი აღარ დაბრუნდა, ზოგიერთი გმირის სახელი ცნობილია, ზოგის უცნობი. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ყველას, ვინც თავი გაწირა ქვეყნის გადარჩენისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...