Home » ექსკლუზივი » პაციენტი ბინაზე იმყოფებოდა მელოგინისთვის შეუსაბამო პირობებში…ექიმი კი ისჯება!

პაციენტი ბინაზე იმყოფებოდა მელოგინისთვის შეუსაბამო პირობებში…ექიმი კი ისჯება!

34 წლის გამოცდილების მქონე ცნობილი მეან გინეკოლოგი მკვლელად გამოაცხადეს 22 წლის, ვიოლეტა მატინოვას საკეისრო კვეთის შემდეგ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

იმ ფაქტებიდან და დეტალებიდან გამომდინარე რაც ძიების საქმეშია, არსად არ იკვეთება ექიმის უყურადღებობა, არც ადამიანის სიცოცხლის გაუფრთხილებლობა. პაციენტს ჩაუტარდა საკეისრო კვეთა და გაეწერა კლინიკიდან სრულიად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. შემდგომი პერიოდის გართულება უამრავ ფაქტორთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, მოგეხსენებათ მელოგინეს თავისებური მოვლა და გარემო ესაჭიროება, თან ზამთრის პერიოდში (იანვრის თვეში).

გართულების შემთხვევაშიც კი პაციენტმა დროულად უნდა მიმართოს მის მკურნალ ექიმს, დაადგინოს მიზეზი და ჩაიტაროს შესაბამისი მკურნალობა. პაციენტი, რომელიც თვითნებურად ტოვებს სტაციონალს, ექიმის ნებართვის გარეშე ფაქტიურად იპარება, რა ქნას ექიმმა, სახლში მიაკითხოს და უკან დააბრუნოს? მოგეხსენებათ, ოთხი სასწრაფო ბრიგადის გამოძახების და მათ მიერ ნებისმიერ სამედიცინო ცენტრში გადაყვანის მოთხოვნის მიუხედავად პაციენტი და მისი დედა კატეგორიულად წინააღმდეგი იყვნენ. ჩავწერეთ სასწრაფო დახმარების ექიმებიც, რომლებმაც დაადასტურეს საქმეში არსებული ჩვენებები, დაწვრილებით გვიამბეს, როგორ არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას ჰოსპიტალიზაციაზე პაციენტი და მისი ოჯახის წევრები, აღწერეს ასევე მელოგინისთვის სრულიად შეუფერებელი გარემო-პირობები.

აღნიშნეს ისიც, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებისთვის კატეგორიულ უარი არ ეთქვათ საავადმყოფოში გადაყვანაზე, პაციენტი შეიძლებოდა გადარჩენილიყო. ირაკლი მერკვილაძის მიმართვა საზოგადოებას საპატიმროდან 2013 წლის 23იანვრის, საღამოს 18 საათზე, ჩემთან ამოვიდა დღის სტაციონარის ექთანი, რომელიც უტარებდა მკურნალობას მატინოვას და მითხრა, რომ პაციენტმა დაუკითხავად მიატოვა მკურნალობა და წავიდა სამშობიაროდან. აღნიშნულის შემდეგ, არც მატინოვა და არც მისი ახლობლები არ შემხმიანებიან (ჩემი მობილური, რომელიც სულ ჩართული მაქვს, მათთვის ცნობილი იყო, მხოლოდ 2013 წლის 25 იანვრის ღამის 3 საათზე დამიკავშირდა მობილურზე პაციენტის დედა და მაცნობა, რომ ვიოლეტა მძიმე მდგომარეობაში წაუყვანია სასწრაფო დახმარებას ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში და მთხოვა ყურადღება მიმექცია მისთვის.

მე გადავრეკე საავადმყოფოში და მითხრეს, რომ ვიოლეტა მატინოვა შესვლისთანავე გარდაცვლილა, რაც ჩემთვის იყო შოკისმომგვრელი ინფორმაცია, რამეთუ იმ მონაცემებით, რაც ჩემთვის ცნობილი იყო 23 იანვარს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაცნობისას, ასე მოკლე დროში სასიკვდილო შედეგის დადგომა იყო ყოვლად წარმოუდგენელი, თუკი პაციენტის მხრიდან ადგილი ექნებოდა თავის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ელემენტარული მოთხოვნების დაცვას. როგორც შემდეგ გავიგე, 23 იანვარს, 18 საათზე სამშობიაროს თვითნებურად დატოვების შემდეგ, იმავე საღამოს 23:50-ზე პაციენტს კვლავ გართულებია მდგომარეობა და გამოუძახებია სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელთა მიერ ერთმნიშვნელოვნად მოთხოვნილ ჰოსპიტალიზაციაზე, ვიოლეტას და მის მეუღლესაც განუცხადებიათ კატეგორიული უარი. მეორე დღესაც, 24 იანვრის 15 საათზე ისევ გამოუაძახებიათ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ისევ აუხსნიათ მისთვის გამოკვლევისა და მკურნალობისათვის საავადმყოფოში გადაყვანის აუცილებლობა, რაზეც პაციენტმა და მისმა ახლობლებმა, ისევ კატეგორიული უარი განაცხადეს (სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამოძახებები და ჰოსპიტალიზაციის შეთავაზებებზე უარების დამადასტურებელი დოკუმენტები საქმეშია და ამ ფაქტების არსებობა სადავო არც არის) და მხოლოდ 25 იანვარს, საღამოს 01:58-ზე გამოძახებულ სასწრაფო დახმარებას, პაციენტის მიერ რამდენიმეჯერ გონის დაკარგვისა და აქტიურად ტერმინალურ მდგომარეობაშიჩავარდნის შემდეგ, არ შეეწინაღმდეგენ პაციენტის ახლობლები ჰოსპიტალიზაციას და საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაფიქსირდა კიდევ გარდაცვალების ფაქტი. გარდაცვალების შემდეგვე გახდა ჩემთვის ცნობილი ის ფაქტი, რომ პაციენტი ბინაზე იმყოფებოდა მელოგინისთვის არასათანადო და შეუსაბამო ოჯახურ პირობებში, რამეთუ სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებმა, წინასწარ გამოძიებაშიც და სასამართლო სხდომაზეც დაადასტურეს, რომ ვიოლეტას სანახავად ჩასვლა მოუწიათ მიწის ქვემოთ, სადაც იატაკიც კი არ იყო დაგებული და იგი იყო სველი, ხოლო საპირფარეშო იყო სახლის გარეთ, ეზოში და ზოგადად, მათ იქ დახვდათ ავადმყოფისათვის შეუფერებელი გარემო. თუ გავითვალისწინებთ, რომ მოქმედება ვითარდება 2013 წლის იანვრის თვეში, ინფექციური და ვირუსული დაავადებების გავრცელების იდეალურ პერიოდში, ნებისმიერი ადამიანი მიხვდება,კ თუ რამდენად გონივრულია დაცვის მხარის მიერ გამოთქმული ეჭვი, რომ პაციენტის გარდაცვალება ელემენტარული უყურადღებობის შედეგია, რაც, აწ გარდაცვლილს რომ თავი დავანებოთ პირველ რიგში მისი დედის და მეუღლის უგუნურებისა და უპასუხისმგებლობის ბრალია.

ზემოაღნიშნულის გამო, არ მგონია, გაუგებარი და ძნელად მისახვედრი იყოს ვიოლეტას გარდაცვალების შემდეგ, მისი ახლობლების დაუოკებელი სურვილი და სწრაფვა, რომ მომხდარი მე დამბრალდეს. პირველივე ჩვენებიდანვე მათ დაიწყეს ჩემი დადანაშაულება მომხდარში. აბსოლუტურად არაკომპეტენტური და ცრუ განმარტებებით მიუთითებდნენ. ოპერაციის შემდეგ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებაში ჩემს გამამტყუნებელი აბსურდულ გარემოებებზე: საკეისრო კვეთის შემდეგ, ნაკერების ამოღებისას, ძაფის ნაწილის სხეულში ჩარჩენის შესახებ, რამაც თითქოსდა სისხლის მოწამვლა გამოიწვია: ჩემსა და თერაპევტს შორის რუსულად საუბრის დაწყება იმის თაობაზე, თითქოს, ვაღიარე რომ წარმოქმნლი პრობლემები ჩემს მიერ არასწორად ჩატარებული მკურნალობის ბრალი იყო და თერაპევტს ვუთხარი, რომ ყველაფერი ფილტვების ანთებისათვის დაგვებრალებინა: რომ არავის უთქვამს მათვის სამშობიაროში დარჩენისა და მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობის შესახებ: რომ, თურმე სამშობიაროდან გამოსვლამდე მეძებეს და ვერ მნახეს, რადგან სახლში ვიყავი წასული და სხვა. მოკლედ, რომ ვთქვა სასამართლომ პაციენტის გარდაცვალების ფაქტში მე დამადანაშაულა, არასაკეისრო კვეთისას დაშვებული შეცდომის, ან 23 იანვარს ჩემ მიერ გატარებული სამკურნალო ღონისძიებების უსწორობით დამდგარი შედეგის გამო, არამედ იმიტომ, რომ თურმე 23 იანვარს სამშობიაროში მოსვლისას სათანადოდ ვერ შევაფასე პაციენტის მდგომარეობა და სტაციონარული მკურნალობის ნაცვლად, პაციენტი პირდაპირ უნდა მომეთავსებინა რეანიმაციულ განყოფილებაში.

ასევე, სასამართლოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული პაციენტის მეუღლის და ახლობლების ჩვენებები იმასთან დაკავშირებით, რომ სამშობიაროდან ისინი თვიტნებურად არ წასულან და არავის განუმარტავს მათთვის მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობა და ლეტალური შედეგის დადგომის შესაძლებლობა. აღნიშნული დასკვნა სასამართლომ დააფუძნა იმ გარემოებას, რომ ჰოსპიტალიზაციის შეთავაზებაზე პაციენტის ან მისი ახლობლების უარის თქმის შესაბამის ჟურნალში, არ იყო ვიოლეტას და მისი ახლობლების ხელმოწერა. გამამტყუნებელ განაჩენში, სასამართლომ ჩემი ბრალეულობის დამდასტურებელ კიდევ ერთ არგუმენტად მიუთითა ის გარემოება, რომ 23 იანვარს სამშობიაროს რეგისტრატურაში გახსნილ ამბულატორიულ პაციენტის სამედიცინო ბარათ #97-ში, სამედიცინო მომსახურეობის გაწევაზე პაციენტის წერილობითი ინფორმირებულ თანხმობაზე, ვიოლეტას სახელით გაკეთებული ხელმოწერა არ ეკუთვნოდა მას, რაც დადასტურებულ იქნა ხსენებულ ხელმოწერაზე ჩატარებული კალიგრაფიული ექსპერტიზით ანუ, რეალურად, წარდგენილ ბრალდებაში ჩემი დადანაშაულება მოხდა, არასამედიცინო კუთხით პაციენტისათვის გაწეული მკურნალობის ხარისხის შეფასების მხრივ, არამედ ძირითადად იმ არგუმენტაციით, რომ ვერ ვუზრრუნველყავი პაციენტის მიერ სამშობიაროს თვითნებურად დატოვების გამომრიცხავი პირობების შექმნა, სათანადო წესით არ იქნა გაფორმებული, მათგან ჰოსპიტალიზაციაზე უარის თქმა და თურმე მე, როგორც გამოცდილ მეან-გინეკოლოგს, შემეძლო გამეთვალისწინებინა ლეტალური შედეგის დადგომის შესაძლებლობა.

მოამზადა მაია ცომაიამ

Facebook Comments
x

Check Also

თამარ ტალიაშვილისა და კომპანია “უნივერსამის” ერთობლივი აქციით ზღვისუბანში შეჭირვებულ ოჯახებს ვაუჩერები გადაეცათ

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის თამარ ტალიაშვილისა და ამავე რაიონში სუპერმარკეტების ქსელის “უნივერსამის” ერთობლივი საქველმოქმედო ...