Home » მთავარი » “საინტერესოა, ვის ინტერესებში შედის პრეზიდენტის სასახლის ასე დაჟინებით სხვა მისამართზე გადატანა?!.”

“საინტერესოა, ვის ინტერესებში შედის პრეზიდენტის სასახლის ასე დაჟინებით სხვა მისამართზე გადატანა?!.”

ქვეყნის პრეზიდენტის ინსტიტუციას უნდა ქონდეს შესაბამისი სათანადო რეზიდენცია რადგან ეს ქვეყნის ღირსების საკითხსაც წარმოადგენს.

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე გამოეხმაურა ამ დღეებში ქართული ოცნების წარმომადგენლების დაწყებულ მსჯელობას საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შესაძლო შეცვლის შესახებ. თევზაძე ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

„საქართველოში პრეზიდენტის არჩევნებამდე რამდენიმე თვეღა დარჩა და უკვე ხელახლა დაიწყო აქტიური მსჯელობა პრეზიდენტის რეზიდენციის შეცვლის შესახებ, რადგანაც გვახსოვს როდესაც არჩეული იქნა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იყო მოსაზრება გადასულიყო ახლად გარემონტებულ ორბელიანის ქუჩაზე მდებარე ორბელიანის სახლში და დაეტოებინა პრეზიდენტის სასახლე რაზედაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პრინციპული უარი განუცხადა ამ წინადადების ავტორებს, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დღეს განლაგებული პრეზიდენტის სასახლის ადგილმდებარეობა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილმდებარეობად ფასდება, თუმცა როგორც მაშინ დღესაც ასევე ზოგიერთები ანალოგიურად იმეორებს, რომ თითქოს ასეთი გრანდიოზული რეზიდენცია უნდა პასუხობდეს პრეზიდენტის როლსა და ფუნქციას , ( თუმცა ავიწყდებათ, რომ სწორედაც პრეზიდენტის მოვალეობების შეკვეცა ქართულმა ოცნებამ 2012 წლის შემდეგ მიზანმიმართულად თანმიმდევრულად განახორციელა, ) ზოგიერთი პრეზიდენტის სასახლე ამერიკის თეთრ სახლს ადარებს და აღნიშნავს, რომ ჩვენ თურმე როგორ უნდა შევედაროთ ამხელა ქვეყანას… ზოგიერთიც არ ჩქარობს და ჯერ არჩევნების შედეგების დასრულებას ელოდება, რომ შემდეგ აქტიური „კონსულტაციები“დაწყონ ახლად არჩეულ პრეზიდენტთან…

ყველა მოსაზრება უბრალოდ გაოცებას იწვევს და დამატებით კითხვებს ბადებს… საინტერესოა კერძოდ ვის ინტერესებში შედის პრეზიდენტის სასახლის ასე დაჟინებით სხვა მისამართზე გადატანა თუმცა ამას დრო გვიჩვენებს…. ქვეყანას პრეზიდენტის სასახლის აშენება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან რვაასი მილიონამდე ლარამდე დაუჯდა, ამიტომ საინტერესოა პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა მისამართზე გადასვლის შემთხვევაში პირდაპირი შესყიდვით თუ აუქციონის წესით მოხდება პრეზიდენტის სასახლის გასხვისება ან რა განთავსდება ამ შენობაში პრეზიდენტის ინსტიტუციაზე მნიშვნელოვანი… , ასევე საზოგადოების ნაწილის ინტერეს წარმოადგენს რამდენად ადეკვატური ფასით შეფასდება პრეზიდენტის სასახლის ღირებულება გასხვისების შემთხვევაში , მოგეხსენებათ საქართველო სახელმწიფოს წარმოადგენს ამიტომაც ქვეყნის პრეზიდენტის ინსტიტუციას უნდა ქონდეს შესაბამისი სათანადო რეზიდენცია (პრეზიდენტის მიმართ დატოვებული უფლებამოსილების მიუხედავად ) რადგან ქვეყნის პრეზიდენტი წარმოადგენს სახელმწიფოს პირველ პირს საერთაშორისო ორთიერთობებში და პრეზიდენტის ინსტიტუტს როგორი სასახლე ექნება ეს ქვეყნის ღირსების საკითხიც არის , ამიტომაც სახელმწიფო ინსტიტუციებს ეკუთვნით შესაბამისი პატივისცემა, ხოლო ქვეყნის შიგნით ვის ანიჭებენ პირველი პირის სტატუსს ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს საერთაშორისო ურთიერთობისათვის.

თუ დღეს ვინმეს უკვე არ მოსწონს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ნუ დაგვავიწყდებათ, რომ იგი ბიძინა ივანიშვილის წარდგენით და რეკომენდაციით მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, თუმცა თავად მომქმედმა პრეზიდენტმა პრეზიდენტის რეზიდენციის შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით დაწყებულ მსჯელობაზე მედიასთან საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა – „მე რამდენიმე თვის წინ ვთქვი, რომ ეს იქნებოდა საარჩევნო თემა. ვფიქრობ, პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა ნათლად უნდა უთხრას საზოგადოებას, იქნება ის მორჩილი, თუ იქნება თავისუფალი”, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. თუმცა ვნახოთ ყველაფერს დრო გვიჩვენებს.”

Facebook Comments
x

Check Also

“ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ,არ გადაურიცხოთ პარტიებს 3 თვის თანხები და მოახმაროთ ხალხს…”

პაატა ჯიბლაძე “მემარცხენე ალიანსის” საორგანიზაციო მდივნი ჩვენი პარტიის, ,,მემარცხენე ალიანსის”აღმასრულებელმა მდივანმა არჩილ ბენიძემ სხვადასხვა საინფორმაციო ...