Home » მთავარი » “კოშმარული ღამე მოაწყვეს, რბილი რევოლუციისკენ გვიბიძგებენ, არიან დაკავებულნი”

“კოშმარული ღამე მოაწყვეს, რბილი რევოლუციისკენ გვიბიძგებენ, არიან დაკავებულნი”

კლუბ BASSIANI-ის ტერიტორიაზე შესულია სპეცრაზმი. ამ წუთებში ტერიტორიაზე საზოგადოების ნაწილია შეგროვებული. აქ არის თეთრი ხმაურის მოძრაობა.

მოძრაობა სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. “ბასიანის” დამფუძნებლები და თანადამფუძნებლები ამბობენ, რომ არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ და უკვე აქციებს აანონსებენ.

-კლუბიდან გამოყარეს ყველა სტუმარი და დაკავებულია საკმაოდ ბევრი აქტივისტი, რომლებიც იმყოფებოდნენ ტერიტორიაზე!!! პოლიცია შესულია კლუბში და მეორდება ის, რაც ხდებოდა მრავალი წლის განმავლობაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროს!!! ვისაც გაქვთ პროტესტის გრძობა ამ უსამართლო მოვლენების მიმართ და გრძნობთ, რომ ღიად გამოგვიცხადეს ომი, მოდით ბასიანთან!”

აქ შეკრებლები ამბობენ, რომ დაკავებულნი არიან კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოძრაობის წევრები. ცნობილი ხდება ისიც, რომ მათთან ადვოკატები მიდიან.

-ხელისუფლებას მივყავართ რბილი რევოლუციისკენ, ეს არ ეხება მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევას, ბოლო-ბოლო ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას” – განაცხადა “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრმა დავით სუბელიანმა.

Facebook Comments
x

Check Also

მურად წურწუმიას საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

მარიამ ახალკაცი  ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ მურად წურწუმიას საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ, ...