Home » მთავარი » ვეტერანთა ომბუდსმენი მოშიმშილეთა აქციას ეხმაურება

ვეტერანთა ომბუდსმენი მოშიმშილეთა აქციას ეხმაურება

საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ომბუდსმენი, უფლებადამცველი გიორგი თევზაძე, გამოეხმაურა „გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა მემორიალთან ვეტერანების დაწყებულ შიმშილობის აქციას, რომელიც უკვე მერამდენე დღეა გრძელდება, ვეტერანები საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს სთხოვენ  მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის სიცოცხლის ბოლომდე 500 ლარიანი პენსიის დანიშვნას, ვეტერანები ასევე მიმართავენ საკანონმდებლო ორგანოს, დროულად მიიღოს ომის ვეტერანთა შესახებ კანონი. მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ისინი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ.

საქართველოს ვეტერანთა ომბუსდმენის გიორგი თევზაძის განცხადებით იგი სოლიდარობას უცხადებს მოშიმშილე ვეტერანებს და მათ მიერ დაყენებული მოთხოვნების გათვალისწინება ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოდან მნიშვნელოვნად მიაჩნია.

– როცა სამშობლოსათვის მებრძოლი და თავგანწირული მამულიშვილები სახელმწიფოსაგან და საზოგადოებისაგან ყურადღებას და გაფრთხილებას იმსახურებენ რომლებიც სამწუხაროდ იძულებული არიან მიმართონ პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას და მოითხოვონ დაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილება, რადგანაც ვეტერანები ყველა ხელისუფლებისაგან გრძნობენ უყურადღებობას, ამასთანავე სახელმწიფოს ფაქტობრივად არ აქვს თანმიმდევრული პოლიტიკა ვეტერანების მიმართ, რატომღაც ხელისუფლებას ვეტერანები მხოლოდ ცხრა მაის ახსენდებათ, სამწუხაროდ ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან საქართველოს პარლამენტში წლების წინ და 2012 წლის შემდეგად შეტანილი შტანილი იყო რამდენიმე კანონპროექტი“ კანონი ვეტერანთა შესახებ“, რომელმაც რატომღაც დღის სინათლე ვერ ნახა.

ომის ვეტერანები თუ რა სოციალურ და ეკონომიურ სიდუხჭირეს განიცდიან ეს თავად ვეტერანებზე უკეთ არავინ იცის…

მივმართავ ხელისუფლებას და პარლამენტის წევრებს დაინტერესდნენ ომის ვეტერანების მიმართ არსებული პრობლემებით და მათ მიერ წამოჭრილი საკითხებთან მიმართებაში, რადგანაც ყველაფერთან ერთად ვეტერანები მათი ამომჩევლებიც არიან” – აღნიშნულია თევზაძის განცხადებაში.

Facebook Comments
x

Check Also

“ძვირფასო ქალებო, ნურავინ მოგატყუებთ და ნურც თავს მოიტყუებთ…”

გიორგი კეკელიძე -იმ ქალს, მოკლულ გოგონას რომ ჭკუას ასწავლის, ოდესღაც აუცილებლად ექნებოდა სხვა ოცნებები. მერე ...