Home » ექსკლუზივი » „ტყუილია, რომ მამულიჩას თავდებში ჩავუდექი! ტყუილია ეს და შავი პიარი!“

„ტყუილია, რომ მამულიჩას თავდებში ჩავუდექი! ტყუილია ეს და შავი პიარი!“

სააგენტოზე უმრავლესობის დეპუტატის, ზვიად კვაჭანტირაძის მასალის “თუ სპეცოპერაცია ბარიგების მაღალჩინოსან მფარველებზე არ გაიყვანს გამოძიებას, მაშინ მიზანშეწონილობა საკამათო გახდება ჩემთვისაც”

გავრცელების შემდეგ

იხ.

http://www.gmtv.ge/39982-2/

საკმაოდ ბევრი წერილი მივიღეთ პირადში და კომენტარებადაც დაწერეს:

-„უკაცრავად, მაგრამ თუ სწორად მახსოვს, ბარიგა მამულიჩას ერთ-ერთი ეს ბატონი ჩაუდგა თავდებში!“

-„კვაჭანტირაძე რომ მამულიჩას ჩაუდგა თავდებში ის ნარკობარიგა არ იყო? ეს არ იცით, მის სტატუსს რომ აპიარებთ?“

-„რაღაც „პლასტინკა“ შეცვალა!“

საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე GmTV თავად ზვიად კვაჭანტირაძეს დაუკავშირდა და აღნიშნულზე კომენტარი სთხოვა.

-არასდროს ჩავმდგარვარ თავდებში. ჩემი მაშინდელი აქტიობა იყო მხოლოდ ერთადერთი სტატუსი, რაც ჩემი განცვიფრებით იყო გამოწვეული, რადგანაც მე მას დიდი ხანია ვიცნობდი და არა ასეთად ვიცნობდი. რეალურად ეს გულისტკივილი იყო და არანაირი თავდებობა, მითუმეტეს რაიმე ქმედება. ტყუილია ეს ყველაფერი და შავი პიარი. ასე აწყობდათ და ასე მოთარგმნეს. რაც შეეხება იმას, რაც გუშინ ღამე დავწერე, ისევ ვიმეორებ იგივეს, რაც დავწერე ღამით.

ვისაც ძაან აინტერესებს მოიკითხონ ოფიციალურად რაიმე სახით, თავდებში ვინმეს ჩავუდექი თუ არა. რა თქმა უნდა არა!“-გვითხრა დეპუტატმა.

Facebook Comments
x

Check Also

სვეტიცხოვლის მადლი გფარავდეთ!

დღესასწაული კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა მცხეთობა – სვეტიცხოვლობა ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა ...