Home » მთავარი » “დავფიქრდეთ, შექმნილ ქაოსს სინამდვილეში სხვა დანიშნულება ხომ არ ააქვს?”!

“დავფიქრდეთ, შექმნილ ქაოსს სინამდვილეში სხვა დანიშნულება ხომ არ ააქვს?”!

თამთა მეგრელიშვილი

იურისტი

საქართველოში,თბილისსში არსებული კლუბები ჩამოსულ ტურისტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს გემოვნებიან მუსიკასა და მათთვის მისაღებ სივრცეს სთავაზობენ. ძირითადად კლუბური გართობის მოყვარულთა ასაკობრივი ზღვარი 18-დან 55-წლამდე მერყეობს.
კლუბების სამუშაო გრაფიკი კი საღამოს 6 საათიდან უკანასკნელი სტუმრის წასვლამდეა.
საქართველოს როგორც განვითარებად ქვეყანას ესაჭიროება კლუბური კულტურის განვითარება რათა ის, მიმზიდველი იყოს ტურისტებისათვის მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე,როცა ღამის კლუბის სტუმრები გარკვეული აბების მიღების შემდეგ ჯანმრთელობის გაუარესებას და მეხსიერების დაკარგვას უჩივიან ასევე დაფიქსირდა ახალგაზრდების გარდაცვალების ფაქტები, მაკვირვებს ცალკეული ადამიანების «განწყობები»…

სახელმწიფოს ვალი და პასუხისმგებლობაა ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და სადამსჯელო ღონისძიებების გატარება.
აუცილებელია სახელმწიფომ დაადგინოს რა გზით შემოედინება ქვეყნის ბაზარზე ნარკოტიკები და რა სქემით ხვდება ის აღნიშნულ დაწესებულებებში.
ამ პრობლემას უშუალოდ გამსაღებლების დაკავება ნამდვილად ვერ აღმოფხვრის, საჭიროა იმ ადამიანების დაკავება რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყანაში ნარკოტიკების ამ სქემით შემოდინებას,გადინებასა და უშუალოდ მომხმარებლებამდე მიტანას.
აუცილებელია სახელმწიფომ უზრუნველყოს საზოგადოების,მომავალი თაობის ინფორმირება თუ რატომაა საშიში მათი აზრით «უწყინარი» აბებისა თუ სხვა ფორმით მიღებული «კლუბური» ნარკოტიკების მიღება.
საყურადღებოა და სახელმწიფო უნდა დაინტერესდეს კომპეტენტური ადმიანების ვარაუდით იმასთან დაკავშირებით რომ ნარკოტიკები რომელიც საქართველოში შავ ბაზარზე ხვდება არ მიეკუთვნება კლასიკური გაგებით ე.წ.კლუბურ ნარკოტიკს და კუსტარულად ხდება მათი დამზადება შესაბამისად «საქონლის» შემადგენლობა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების რისკი ხშირ შემთხვევაში უცნობია.
საჭიროა შეურიგებელი ბრძოლა გამოვუცხადოთ ქალაქში თაობის ახალ გაუაზრებელ იდეას – « რატომ მართმევ უფლებას მოვკვდე?!»
თანატოლებო,მეგობრებო,უცნობებო მოგმართავთ თხოვნით გაუფრთხილდით სიცოცხლეს,ჯანმრთელობას!
ჩვენ ვართ ამ ქვეყნის შვილები,ქვეყნისა რომელსაც დასაკარგი,წამალში, აბებში ძილში «გასაპარი» თაობა არ ყავს!
თქვენ ხართ პოტენციური დედები,მამები, საქართველოს მომავალი!
პ.ს დავფიქრდეთ შექმნილ ქაოსს სინამდვილეში სხვა დანიშნულება ხომ არ ააქვს?!

Facebook Comments
x

Check Also

საპროცესოს მიზეზი მსჯავრდებულის მიერ დავით სარალიძის მკვლელობის აღიარებაა -პროკურორი

მარიამ ახალკაცი ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებულ გორგი ჯანაშიასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების შესახებ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ...