Home » მთავარი » ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატიდან კარატეში

ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატიდან კარატეში

11-12 მაისს საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები მონაწილეობას იღებს პოლონეთის ქალაქი ვროცლავი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში.

პირველი საშეჯიბრო დღე წარმატებული აღმოჩნდა ახალგაზრდული ნაკრებისთვის.

60კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ნოდარ ბერიძემ, ხოლო -65 კგ. წონით კატეგორიაში ნუკრი ბერიძემ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ორივე ახალგაზრდა სპორტსმენი ნაკრებში აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციას წარმოადგენს. დღეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას ეროვნული ნაკრების 8 სპორტსმენი დაიცავს.

 

Facebook Comments
x

Check Also

ხმაურია პარლამენტთან

პარლამენტთან “სირცხვილიას” ორგანიზებით აქცია “არ გაბედო ჩააგდო!” მიმდინარეობს. გზა ჯერ გადაკეტილი არ არის, ორგანიზატორების თქმით, ...