Home » მთავარი » 26 მაისს თბილისს ლატვიის პრეზიდენტი ეწვევა

26 მაისს თბილისს ლატვიის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად თბილისს ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი ეწვევა.
26 მაისს საქართველოში ვიზიტი დაადასტურა დღეს ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან სატელეფონო საუბრისას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.
პრეზიდენტებმა ნატო-ს მომავალი სამიტის სამზადისი განიხილეს და ისაუბრეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაზე.

Facebook Comments
x

Check Also

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ახალი პროექტი #დარჩიკრეატიული

#დარჩიკრეატიული  თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ახალი პროექტი #დარჩიკრეატიული თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის ...