You are here
პრეზიდენტის მოწვევით უშიშროების საბჭოს სხდომა 18:00 საათზე გაიმართება მთავარი პოლიტიკა 

პრეზიდენტის მოწვევით უშიშროების საბჭოს სხდომა 18:00 საათზე გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში 18:00 საათზე ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.

ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ინფორმაციით, დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებულია რამდენიმე საკითხის განხილვა, მათ შორის: მზადება ნატოს ბრიუსელის 2018 წლის სამიტისთვის; რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეები, მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე და აშშ-ის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდა; მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემო; რეფორმების მიმდინარეობა ქვეყნის თავდაცვის სფეროში.

სხდომაზე მომხსენებლები იქნებიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცეპრემიერი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი.

აპარატის ინფორმაციით, სხდომაში მონაწილეობისთვის მიწვეულია ეროვნული უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივი წევრი.

 

Comments

comments

Related posts