You are here
“ჩემი სახლისკენ მიმავალი გზა” – აფხაზეთის მხატვრების გადაწყვეტილება მთავარი ხელოვნება 

“ჩემი სახლისკენ მიმავალი გზა” – აფხაზეთის მხატვრების გადაწყვეტილება

“ჩემი სახლისკენ მიმავალი გზა” ასე ჰქვია პროექტს, რომელშიც 18 მდე მხატვარი  გაერთიანდა . მათ შექმნეს 40 მდე ჟანრობრივად, შესრულების ტექნიკით განსხვავებული გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები, რომელიც 17 მაისს გამოიფინება ქ. თბილისში, საქართველოს სამხატვრო კავშირის საგამოფენო დარბაზში , კალისტრატე ქუთათელაძის ქ. 6.

დავით ბაძაღუა-აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავჯდომარე
– აფხაზეთის მხატვრებმა გადავწყვიტეთ დაგვეხატა “აფხაზეთისკენ მიმავალი გზა” ,რომელსაც მხარდაჭერა გამოუცხადა აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა. ეს იდეა იქცა პროექტად, სახელწოდებით “ჩვენი სახლისკენ მიმავალი გზა” და შემოქმედებითი განვითარება 18 მდე მხატვარში ჰპოვა, რის საფუძველზე უკვე შეიქმნა 40 მდე ჟანრობრივად და შესრულების ტექნიკითაც განსხვავებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. 17 მაისს აღნიშნული ნამუშევრები გამოიფინება ქ. თბილისში, ხოლო 26 მაისს ქ. ვილნიუსში, ივლისში კი ზუგდიდსა და ბათუმში. მხატვრები ფიქრობენ ეს ის გზაა, რომელიც ყველა ქართველმა უნდა გაიაროს, ეს თანაცხოვრებისა და ერთიანობის გზაა, ეს მთავარი გზაა!
გამოფენა 16 საათზე გაიხსნება.

 

Comments

comments

Related posts