You are here
“67%-დან 53%-მდე დავიყვანეთ თავდაცვის ბიუჯეტის პერსონალის ხარჯები” მთავარი სამხედრო საქმე 

“67%-დან 53%-მდე დავიყვანეთ თავდაცვის ბიუჯეტის პერსონალის ხარჯები”

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეხუთე ფორუმზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ის სტატისტიკა გაასაჯაროვა, რითაც ირკვევა, რომ საქართველო ამ მხრივ ნატო-ს სტანდარტებს აკმაყოფილებს.

„ოპტიმიზაციის შედეგად, ჩვენ ძირითადად თავდაცვის ბიუჯეტი მივმართეთ თავდაცვითი ინფრასტრუქტურისა და შეიარაღებისკენ, რითაც 67%-დან 53%-მდე დავიყვანეთ თავდაცვის ბიუჯეტის პერსონალის ხარჯები, ხოლო ნატო-ს სტანდარტია 55%. ასევე, თქვენ იცით, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 2% უნდა იყოს თავდაცვის ბიუჯეტში მიმართული. ამას წელს ნატო-ს წევრი 8 ქვეყანა აკმაყოფილებს და 15 წევრს აქვს ამბიცია, რომ 2024 წელს მიაღწიოს აღნიშნულ მაჩვენებელს. ჩვენ ამას ვაკმაყოფილებთ და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის, რომ ამ ბიუჯეტიდან, 20% ნატო-ს სტანდარტის მიხედვით შეიარაღებისთვის უნდა იყოს გამოყოფილი. ჩვენ სულ რაღაც ერთ წელიწადში 7%-დან ავიყვანეთ 20.9%-მდე ეს მაჩვენებელი. სწორედ ამ ფინანსური შესაძლებლობოთ შევისყიდეთ ყველაზე ქმედითი ანტისატანკო სისტემა „ჯაველინების“ სახით“, – განმარტა იზორიამ.

Comments

comments

Related posts