Home » მთავარი » ახალი ცვლილებები და ღონისძიებები – მანდატურის ფუნქციები იზრდება

ახალი ცვლილებები და ღონისძიებები – მანდატურის ფუნქციები იზრდება

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა პლენარულ სხდომაზე მანდატურის სისტემაში დაგეგმილი რეფორმები გააცნო კოლეგებს. მან აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა განათლებისა და მეცნიერების, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტოსთან ერთად 5 თვის განმავლობაში  მიმდინარეობდა და კანონპროექტის დღეს წარმოდგენილ ვერსიაში გათვალისწინებულია სამუშაო შეხვედრების დროს გამოთქმული რეკომენდაციები.

მარიამ ჯაშმა ხაზგასმით აღნიშნა რომ, მანდატურის სამსახურის რეფორმა არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ერთადერთი ცვლილება სკოლის უსაფრთხოების გაუმჯობესების თვალსაზრისით. იგეგმება მასშტაბური, კომპლექსური ღონისძიების გატარება, რომელიც მოიცავს სპორტული და სახელოვნებო განათლების გაუმჯობესებას, ახალგაზრდებისა და მშობლების უფრო აქტიურ ჩართულობას, ფსიქოლოგიური სერვისების გაძლიერებას და სხვა ღონისძიებებს.

კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით “მნიშვნელოვანი ცვლილება შედის კვალიფიკაციის მოთხოვნებთან დაკავშირებით მანდატურის სამსახურის თანამშრომლების მიმართ და უფრო თანამშრომლობით ფორმატში გადადის სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურის სამსახურის პროფესიონალური ურთიერთობა’’.

მარიამ ჯაშის განცხადებით, საგანგებო სიტუაციებისთვის მზაობის მიმართებაში იზრდება მანდატურის სამსახურის უფლებამოსილება  და  იქნება უფრო ეფექტური. ამასთან,  ბავშვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის რისკის არსებობის შემთხვევაში მანდატურს ექნება მყისიერი რეაგირების საშუალება შესაძლო რისკის ან კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვის მიზნით.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცვლილებები  იქნება ძალიან ეფექტური და მნიშვნელოვან შედეგს მოგვცემს სკოლის უსაფრთხოების  გაუმჯობესებასთან დაკავშირებით’’,– აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მისი ინფორმაციით, NDI საქართველოს მხარდაჭერით კომიტეტი ატარებს 7 რეგიონალურ შეხვედრას სკოლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და სამუშაო შეხვედრების დროს გამოთქმული  დამატებითი მოსაზრებები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის პროცესში.​

Facebook Comments
x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...