You are here
ვაზიანში აშშ-საქართველოს საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნება მთავარი სამხედრო საქმე 

ვაზიანში აშშ-საქართველოს საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნება

ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე აშშ-საქართველოს ერთი-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტის – თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დაწყებისა და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) გახსნის ცერემონია გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, ახალი საბრძოლო მომზადების ცენტრის სამწყობრო მოედანზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონი, რომელიც GDRP პროგრამით მომზადებას პირველი გაივლის, ასევე, წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საბრძოლო მომზადების ცენტრისა და აშშ-ის 173-ე საპარაშუტო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების კოლოფები.

სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიაბაია და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, ნატოს მოკავშირე ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, გენერალი კურტის სკაპაროტი.

სიტყვით მიმართვების შემდეგ ლევან იზორია და გენერალი სკაპაროტი სიმბოლურად გახსნიან საბრძოლო მომზადების ცენტრს. ლენტის გაჭრის შემდეგ სტუმრები ბაზის ერთ-ერთ შენობას დაათვალიერებენ.

Comments

comments

Related posts