You are here
თუ ბავშვს საზაფხულო ბაღს ჩააბარებთ – რეგისტრაცია და ჩამონათვალი მთავარი საზოგადოება 

თუ ბავშვს საზაფხულო ბაღს ჩააბარებთ – რეგისტრაცია და ჩამონათვალი

თბილისის საზაფხულო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 24 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია წარიმართება ელექტრონულად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.kids.org.ge

რეგისტრაციის დაწყების დღეს, ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა, სადაც სავალდებულო იქნება კონკრეტული ველების შევსება რაიონის, საბავშვო ბაღის, ჯგუფის, ასევე, აღსაზრდელისა და მშობლის პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ. რეგისტრაცია  ვაკანტური ადგილების შევსებამდე გაგრძელდება.

თბილისში საზაფხულო ბაღები 2018 წლის 2 ივლისიდან დან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებს, შემდეგ ბაგა-ბაღებში:

გლდანის რაიონი – N153, N48 N205, N216, N186

დიდუბის რაიონი – N11, N92, N23, N15.

ვაკის რაიონი – N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“.

ისნის რაიონი -N202 , N29, N26, N215, N182.

კრწანისის რაიონი -N51, N206.

მთაწმინდის რაიონი – N170, N152, N162

ნაძალადევის რაიონი – N9, N79, N60, N143, N80.

საბურთალოს რაიონი – N197, N171, N112.

სამგორის რაიონი – N128, N12, N210, N45. N196, N72.

ჩუღურეთის რაიონი – N34, N5.

Comments

comments

Related posts