Home » თქვენი სათქმელი » “რუსეთის სახელმწიფო მანქანა ებრძვის საქართველოს სახელმწიფოებრიობასაც და მართლმადიდებლობასაც!”

“რუსეთის სახელმწიფო მანქანა ებრძვის საქართველოს სახელმწიფოებრიობასაც და მართლმადიდებლობასაც!”

ირაკლი შიხიაშვილი

ქართულ-ამერიკული ალეანსის ხელმძღვანელი საქართველოში

-დღეს ურთულესი გამოცდის წინაშე დგას ქართველი ერი! ზნეობრივი ფასეულობის გარეშე ვერ იარსებებს თავისუფალი სახელმწიფო!

სწორედ უზნეო ყოფის წინააღმდეგ აღიმართა ამერიკელი ხალხის უმრავლესობაც და მისი საღი ნაწილი, როდესაც მხარი დაუჭირა, რესპუბლიკურ პარტიას და მის კანდიდატს, დონალდ ტრამპს. ვინაიდან რესპუბლიკელების უმთავრეს ღირებულებას წამოადგენს ქალისა და მამაკაცისგან შექმნილი მტკიცე ოჯახი, ტრადიციების პატივისცემა, ძლიერი, ზნეობაზე დაფუძნებული სახელმწიფო! პრეზიდენტად ახლად არჩეული დონალდ ტრამპი, პირუტყვული ვნებების მონად ქცევას დაუპირისპირდა თავის პირველივე სიტყვით გამოსვლაში. მან თქვა- “ამერიკა ღმერთს ეკუთვნის და მას სატანა ვერ დაისაკუთრებსო”. სწორედ ამიტომაც, გააფთრებული ებრძვის დღევანდელ ამერიკის პრეზიენტს ჰოლივუდი, ლიბერალური აზროვნების სამჭედლო.

ასევე აშკარად ნათელია რუსული პროპაგანდის კვალი. თითქოს, რომ არა რუსეთი, ამერიკა მთელს სამყაროს სოდომური ცოდვით დაღუპავს.
დიახ, ცივილურობის ლოიალურობით კარგად ისარგებლეს “სოდომისტებმა” ამერიკასა და ევროპაში, მაგრამ ობამა, ჰილარი, დემოკრატების პარტია, ფსევდოლიბერალები, ე.წ სექსუალურ უმცირესობათა დამცველები, თუ მათი დამფინანსებლები – არ არიან მთელი ამერიკა! ამერიკული საზოგადოება თვითონ ებრძვის ამ სნეულებას, განსხვავებით რუსეთისგან, რომელსაც საერთოდ არ ესმის რომ ავადმყოფი სახელმწიფოა!

სწორედ, ყველაზე მეტად, რუსეთის სახელმწიფო მანქანა ებრძვის საქართველოს სახელმწიფოებრიობასაც და საქრთველოს მართლმადიდებლობასაც!

ჩვენ კი, (ამას ჩემს თავსაც ვეუბნები) საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ ბრძოლა ყოველგვარ უკეთურობასთან, უნდა დავიწყოთ ერთმანეთის მეტად მოსმენა, პატივისცემით მოპყრობა, გულწრფელი მიტევება, შეცდომების აღიარება. რათა შევძლოთ, როგორც ჯანმრთელმა,ძლიერმა ერმა,საზოგადობამ, დავიცვათ ჩვენი კულტურულ-ტრადიციული ღირებულებები, ჩვენი მრწამსი, დავეხმაროთ სუსტებს და გზააცდენილებს, უკომპრომისონი ვიყოთ ჩვენი შვილების ჯანსაღი, ზნეობრივი ყოფის შექმნაში,შევიძინოთ მეტი მეგობარი და ვაშენოთ ერთად ძლიერი, წარმატებული სახელმწიფო!

მეიმედებით-გეიმედებოდეთ!

ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის რეალური და აპრობირებული გზა!

Facebook Comments
x

Check Also

გამოჯანმრთელებული 52 პაციენტია

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 227 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 52 მათ შორის გარდაცვლილი- 3 კარანტინის რეჟიმში – 4829 სტაციონარში ...