Home » მთავარი » #მაჩვენესიყვარული – SOU ფესტივალმა თანასწორობისა და სოლიდარობის კამპანია დაიწყო

#მაჩვენესიყვარული – SOU ფესტივალმა თანასწორობისა და სოლიდარობის კამპანია დაიწყო

#მაჩვენესიყვარული,

SOU ფესტივალის თანასწორობისა და სოლიდარობის კამპანია,

რომელსაც Björk და თანამედროვე სახელოვნებო სფეროს, ცნობილი წარმომადგენლები უერთდებიან

სოუ ფესტივალი მეგობარ არტისტებთან და ორგანიზაციებთან ერთად მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს საკუთარი უფლებებისათვის მებრძოლ ახალგაზრდულ მოძრაობას, სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლებსა და აქტივისტებს, რომლებიც ყოველდღიურად, ხანდახან კი საკუთარი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენებით იბრძვიან უკეთესი მომავლისათვის.

სისტემის უხეში ძალადობისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ, ფესტივალი სოლიდარობისა და თანასწორობის კამპანიას იწყებს, მთავარი გზავნილით #მაჩვენესიყვარული (კამპანიის სახელი, ცნობილი შვედური პოპ ჯგუფ აბბა-ს სიმღერის სახელწოდებაა)

კამპანიას უკვე შეუერთდნენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები, ხელოვანები და ევროპული ინსტიტუციები. მათ შორის ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი. ასევე ლორენს ინგლიში, რობერტ ჰენკე, ფესტივალები: CTM Festival და Unsound festival…

#მაჩვენესიყვარული, კამპანიის ამ გზავნილის გარშემო გაერთიანდნენ, სხვადსხვა სახელოვნებო სფეროს, ქართველი წარმომადგენლებიც.

სოუ ფესტივალის წამოწყების მხარდამჭერთა რიცხვი, ყოველ დღიურად მატულობს.

ოფიციალური განცხადება

უკანასკნელ დღეებში, კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული „ანტინარკოტიკული“ საპოლიციო სპეცოპერაციის შემდეგ თბილისის ქუჩებში ათასობით ადამიანმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა, პროტესტი უპრეცედენტო ფორმით გამოხატა. რეაქცია მოყვა არა მხოლოდ კონკრეტულ ძალადობრივ მოქმედებებს, არამედ სისტემის ხანგრძლივ უპასუხისმგებლობას, რომელიც ადამიანებზე ზრუნვის ნაცვლად მათ დათრგუნვასა და რეპრესიას არჩევდა. პროტესტის შინაარსი გასცდა ნარკოპოლიტიკის თემატიკას და ამ დღეებში ყველაზე ხშირად არტიკულირებული ღირებულების – თავისუფლების ქვეშ გაერთიანდა, სამართლიანობისა და თანასწორობის მოთხოვნა, ცვლილებებისა და მრავალფეროვანი ცხოვრების სურვილი. შექმნილმა ვითარებამ გამოავლინა ქვეყანაში არსებული მრავალმხრივი კრიზისი და ცვლილებების გარდაუვალობა, რომლისათვის ბრძოლა კვლავ გრძელდება.

17 მაისი, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, ზუსტად 5 წლის წინ მის აღსანიშნავად თბილისში შეკრებილ მცირერიცხოვან ჯგუფს

რელიგიური ნიშნით გაერთიანებული ათასობით ადამიანი თავს დაესხა და სასტიკი ძალადობით გაუსწორდა. დღეს საქართველოს ლგბტ+ თემმა 17 მაისს თბილისში დაგეგმილი აქცია გააუქმა, რითაც მათ კვლავ აიღეს სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების პასუხისმგებლობა და ისევ უწევთ უარი თქვან შეკრებაზე, რადგან ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის საფრთხე კვლავ რეალურია ულტრა-მემარჯვენე, ნეონაცისტური და რელიგიური ნიშნით გაერთიანებული კონსერვატიული ჯგუფებისაგან, რომელთა ნაწილმა რამდენიმე დღის წინ ალყაში მოაქცია პარლამენტთან მიმდინარე ახალგაზრდული აქცია. სამწუხაროდ, საქართველოში ლგბტ+ ადამიანებს დღემდე უწევთ გამკლავება ძალადობასა და ყოველდღიურ დისკრიმინაციასთან. მათ წინააღმდეგ მოქმედი დამოკიდებულებები კვლავ აფერხებენ მათ მიერ თანასწორობის, გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრების, განათლების, დასაქმების, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა უმნიშვნელოვანესი უფლებების რეალიზაციას.

სოუ ფესტივალი მეგობარ არტისტებთან და ორგანიზაციებთან ერთად მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს საკუთარი უფლებებისათვის მებრძოლ ახალგაზრდულ მოძრაობას, სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლებსა და აქტივისტებს, რომლებიც ყოველდღიურად, ხანდახან კი საკუთარი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენებით იბრძვიან უკეთესი მომავლისათვის.

მივმართავთ, მუსიკალურ, სახელოვნებო და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, ვისთან დაკავშირების დრო და საშუალება სამწუხაროდ არ მოგვეცა, ამ განცხადების გავრცელებით ან / და ნებისმიერი სხვა ფორმით შემოუერთდნენ სოლიდარობის აქციას.

Facebook Comments
x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...