Home » მთავარი » “არა ნარკოტიკს! ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე! შემოგვიერთდით!”

“არა ნარკოტიკს! ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე! შემოგვიერთდით!”

საზოგადოების ნაწილმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

2 დღეა ბუკიას ბაღში ახალგაზრდების ჯგუფი დევიზით – არა ნარკოტიკს! ხელმოწერებს აგროვებს.

ამ აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ უკვე დღეიდან გადანაწილდებიან ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიებზე და გააგრძელებენ აქტიურობას. ისინი რეგიონებსაც მოუწოდებენ ჩაებან აქციაში და უარი უთხრან ნებისმიერი სახის ნარკოტიკს.

– ჩვენ დავიწყეთ პრაქტიკული ბრძოლა ნარკომანიის წინააღმდეგ და ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე!
არა ნარკოტიკს! მეტი საცურაო აუზი,❤️ მეტი ფეხბურთის მოედანი,❤️მეტი ჯანმრთელი ადამიანი,❤️ მეტი ჯანსაღი აზრი!

ვაგროვებთ ხელმოწერებს ლეგალიზაციის წინააღმდეგ! თითოეული თქვენგანის თანადგომა გადამწყვეტია!
არა ლეგალიზაციას!-აცხადებენ ჯგუფის წევრები.

Facebook Comments
x

Check Also

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა

მარიამ ახალკაცი ანრი ოხანაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა. ვახტანგ რობაქიძე ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის ორი ...