Home » მთავარი » “მეტი სიფრთხილე მმართებს სამდივნოს – ხალხი ყოველთვის ერთ მიმართლებით არ მოძრაობს…”

“მეტი სიფრთხილე მმართებს სამდივნოს – ხალხი ყოველთვის ერთ მიმართლებით არ მოძრაობს…”

ზვიად ცაბაძე

საპატრიარქოს დღევანდელი განცხადების მცირე მიმოხილვა.
( რათქმაუნდა, შეგიძლიათ არ დაეთანხმოთ)

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გაბუნიას საქციელს არ ვამრთლებ, არ ვიწონებ, მიმაჩნია, რომ მეტი სიფრთხილე მართებს სამდივნოს – ხალხი, მასა ყოველთვის ერთ მიმართლებით არ მოძრაობს – მას შეუძლია ღმერთი ჯვარს აცვას.

პუნქტობრივი განხილვა:

1. ,,17 მაისის შემდეგ ის ძალები, რომლებიც ეკლესიას კარგა ხანია უპირისპირდებიან, როგორც ჩანს, ახალი სიმწვავით იწყებენ რევანშისტული ქმედებების განხორციელებას, რაც ჯერჯერობით ყველაზე მკვეთრად ,,რუსთავი 2”-მა გამოხატა”.

რევანში რატომ? ვინმე გაანააწყენეთ და ახლა შური უნდათ იძიონ სამდივნოზე?

2. ,,ამ ქმედებების სულისკვეთება ერთია, – სურთ ჩვენი საზოგადოება წარმოაჩინონ თავისუფალი აზროვნების მოწინააღმდეგედ; (ამასთან, ,,თავისუფლებაში” ისინი უზნეობის და რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფის უფლებას გულისხმობენ), ხოლო ჩვენი ეკლესია, – პრორუსულ ძალად”.

სამდივნოში გრამატიკის მცოდნე არავინ გყავთ?

3. ,,შერჩევითი სამართლით მოქმედი უმეტესი ნაწილი უფლებადამცველთა და არასამთავრობო სექტორისა კი ასეთ სერიოზულ ფაქტებზე დუმილს არჩევენ. არც ხელისუფლებას აქვს სათანადო კანონები და სტრატეგია შემუშავებული, რაც საერთო დაუცველობისა და უსამართლობის მკვეთრ განცდას ბადებს”.

შერჩევითი სამართალი ”მოსაყდრე” შიოს საყვარელი ცნებაა
(გაგახსენებთ მის შეურაცხმყოფელ კომენტარს სემინარიის ყოფილი სტუდენტების მიმართ)

ასევე, სემინარიის საკითხზე რატომ არ აკეთებთ განცხადებას? ჩვენც დაგვწყევლეთ ბარემ და მოძალადე რექტორი გაამართლეთ – ესეც რაღაც იქნება.

გამოდის რომ სემინარიის ბედი სამდივნოში არ გაღელვებთ!

4. ,,მიუხედავად იმისა, რომ მაცხოვრისა და ღვთისმშობლის კვართის მცველ და ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში საჯაროდ შეურაცხყვეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ყოვლადწმინდა მარიამი….”

მაცხოვრისა და ღვთისმშობლის შეურაცხყოფა ისაა, როდესაც ეპისკოპოსი ამბიონიდან ამბობს, რომ ჩვენ ღვთისმშობლის სისხლს და ხორცს ვეზიარებით(რაც რეაგირების გარეშე დატოვეთ).

5,,პირველ რიგში, მოვუწოდებთ ჩვენს სამღვდელოებას, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა რუსთავი 2-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ მათ არცერთ გადაცემაში მონაწილეობა. სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ჩვენი ეკლესია და ჩვენი ფასეულობები”.

,,ჩვენს სამღვდელოებას”- საინტერესოა, კიდევ ვისი სამღვდელოებისთვის უნდა მოგეწოდებინათ?

დაგვიზუსტეთ, ვინ უნდა გაითვალისწინონ იგივე? მრევლმა? სემინარიის სტუდენტებმა თუ თეოლოგებმა? მაინც მადლობა უსახელოდ ხსენების გამო.

6. ,,ასევე მივმართავთ საქართველოში მყოფ საერთაშორისო ორგანიზაციებს და იმ უცხოელ დონორებს, რომლებიც დასავლური ღირებულებების ჩვენს ქვეყანაში გავრცელებას უწყობენ ხელს, – დაანახეთ საზოგადოებას, რომ ევროპული დემოკრატია არ არის ხალხის უდიდესი უმრავლესობის აზროვნების წესის და მათი რელიგიური გრძნობების უგულვებელყოფა, რათა ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნათ არასწორი წარმოდგენა და განწყობები”.

ეს მიმართვა კი არა -საყვედურია მათ მიმართ

7. ,,მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადადგან ქმედითი და სწრაფი ნაბიჯები, რათა შეიქმნას საზოგადოების დამცავი სამართლებრივი და სხვა სახის მექანიზმები და გატარდეს შესაბამისი პოლიტიკა, რომ ქვეყანა არ დადგეს უმართავი პროცესების განვითარების საშიშროების წინაშე”.

ანუ, ხელისუფლებას ეუბნებით მშვიდ გარემოში გაგვაპატრიარქებინეთ ”მოსაყდრეო”, სხვა ეპისკოპოსები არ გვანაღლებსო.

8. ,,შევთხოვთ ღმერთს, ,,უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.”

ერის რომელი ნაწილი იგულისხმება: რუსთავი ორის მხარდამჭერი თუ მოწინააღმდეგე?

და ბოლოს, ,,ყოველი კაცი ცრუ არს”.

Facebook Comments
x

Check Also

ვისაც სურვილი გაქვთ ხანდაზმულებს და შეჭირვებულებს დაეხმაროთ…

თბილისის მერი მადლობას უხდის ყველა იმ კომპანიას თუ მოსახლეს, რომლებიც ხანდაზმულებისა და შეჭირვებული ოჯახებისთვის საკვებ ...