Home » მთავარი » „მინდა წარმატება გისურვოთ ცხოვრების ახალ გზაზე, თქვენ ჩვენი მომავალი ხართ“

„მინდა წარმატება გისურვოთ ცხოვრების ახალ გზაზე, თქვენ ჩვენი მომავალი ხართ“

დავით უთმელიძემ მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დასრულება მიულოცა.

დღეს,სკოლა-გიმნაზია”პირველში” მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით უთმელიძემ პირადად მიულოცა მოსწავლეებს სკოლის დასრულება და წარმატებები უსურვა მათ მისაღებ, ეროვნულ გამოცდებზე.

გილოცავთ სკოლის დასრულებას ჩემო ძვირფასებო, დღევანდელი დღე არის გარდამავალი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში. დღეიდან თქვენ ახალ ცხოვრებას იწყებთ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გეკისრებათ, როგორც ოჯახის, ასევე სამშობლოს წინაშე, რადგან თქვენ ქმნით ქვეყნის მომავალს. მინდა წარმატება გისურვოთ ეროვნულ გამოცდებზე – განაცხადა მაჟორიტარმა სიტყვით გამოსვლისას.

მაჟორიტარი დეპუტატი სკოლაში გამართულ გამოსამშვიდობებელ ღონისძიებასაც დაესწრო და ბავშვებს პერანგებზე სამახსოვრო წარწერებიც დაუტოვა.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...