Home » მთავარი » სულიწმინდა გფარავდეთ!

სულიწმინდა გფარავდეთ!

გილოცავთ სულთმოფენობას!

ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან ყოვლად ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლად-წმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთ-მოყუარე, დიდება შენდა.

კონდაკი: რაჟამს იგი გარდამოხდა და ენანი შეურივნა, მიმოდაჰყუნა მაღალმან ნათესავნი, ხოლოაწ რაჟამს ცეცხლისა ენანი განუყუნა, ერთბამად მოიყუანნა იგინი, ამისთჳსცა ერთობით ვადიდებდეთ სულსა ყოვლად-წმიდასა, თანასწორსა მამისა და ძისასა.

აღდგომიდან 50-ე დღეს ქრისტიანული ეკლესია სულთმოფენობას, სულიწმინდის გარდამოსვლის დღეს აღნიშნავს. აღდგომიდან მეორმოცე დღეს როდესაც იესომ დატოვა თავისი მოწაფეები და ზეცად ამაღლდა, აღუთქვა, რომ სულიწმინდას მოუვლენდა მათ. ამაღლებიდან მეათე დღეს ზეციდან გარდამოვიდა სულიწმინდა და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. ამ მოვლენის შემდეგ მოციქულებმა სხვადასხვა ენაზე დაიწყეს ქადაგება. გადმოცემით, ქრისტეს საყვარელი მოწაფის, წმინდა პეტრეს ქადაგებამ ერთ დღეში 3000 ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. ამ დღიდან აღარასოდეს შეწყვეტილა ღვთის სიტყვის ქადაგება და ქრისტიანების მონათვლა, რა დროსაც სულიწმინდის მადლი გადმოდის გაქრისტიანებულ ადამიანზე. როგორც წმინდა მამები გადმოგვცემენ, ის ვინც მიიღებს ქრისტეს რჯულს და შეიმეცნებს ქრისტეს, ვინც ეზიარება ქრისტეს საიდუმლოებებს, მასზე გადმოვა სულიწმინდის მადლი.

სულთმოფენობის დღესასწაულზე მორწმუნეები ტაძრებს და ხატებს ყვავილებით მოსავენ, რადგან სიმბოლურად ამ დღეს ხდება თითოეული ადამიანის სულიერად განახლება. სადღესასწაულო წირვის შემდეგ იკითხება სულიწმინდის მოწვევის ლოცვა, რომელსაც მრევლი მუხლმოდრეკილი უსმენს. აღდგომის შემდეგ სწორედ ამ დღიდან ხდება მუხლმოყრა და მეტანიების შესრულება. დილა-საღამოს ლოცვებს ისევ “მეუფეო ზეცათაოს” წაკითხვით იწყებენ.

Facebook Comments
x

Check Also

ტალიაშვილის ინიციატივით და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ზღვისუბანში შეჭირვებული ოჯახების მხარდასაჭერი აქცია გრძელდება

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილისა და კერძო სექტორის ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ზღვისუბანში ...