Home » მთავარი » დავით უთმელიძე საბურთალოზე მიმდინარე სამუშაოებს თავად ადევნებს თვალს

დავით უთმელიძე საბურთალოზე მიმდინარე სამუშაოებს თავად ადევნებს თვალს

საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით უთმელიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრ, საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატ მამუკა მდინარაძესთან და საბურთალოს გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად საბურთალოს ის სამი ლოკაცია მოინახულა, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ დროისთვის უკვე დასრულებულია ისაკაძის ქუჩა N 12-ის მთლიანი ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სულ მალე დასრულდება სოკრატარშბას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები, სადაც დაიგება ასფალტის ახალი საფარი და მოწესრიგდება გზის ფეხით სავალი ნაწილი.  გახოკიძის ქუჩაზე მთლიანად შეიცვლება საკანალაზიაციო სისტემა და დაიგება ასფალტი.

სამუშაოებს ასრულებს საბურთალოს რაიონის გამგეობა.

Facebook Comments
x

Check Also

ამ დროისთვის ცესკოში 9 პარტიაა რეგისტრირებული, განხილვაშია – 27

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გრძელდება პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებების ...