Home » მთავარი » “ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პირველი პროექტი უკვე არის“

“ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პირველი პროექტი უკვე არის“

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერია ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტის განხორციელებას იწყებს.  მისივე თქმით, მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე 30 205 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით.

„მინდა შევეხო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს. ჩემს წინასაარჩევნო კამპანიაში ძალიან ხშირად ვსაუბრობდი ამაზე. ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი და არ სჯეროდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება. მხედველობაში მაქვს ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი. როგორც კი მოგვეცა ოფიციალურად უფლება-მოსილება და დავიწყეთ მერიაში მუშაობა, მაშინვე შევუდექით ამ მიმართულებით სამუშაოს, თუ რა შეიძლებოდა წარმოგვედგინა მოსახლეობისთვის.

ჩვენმა სამსახურებმა ძალიან ბევრი იმუშავეს და მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რადგან დღეს უკვე წარმოდგენილია პირველი პროექტი – მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე 30 205 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით და ვიწვევთ კერძო სექტორს. ამ ეტაპზე, საუბარია ვარკეთილის მესამე მასივის მეექვსე და მერვე კვარტლებში მდებარე ოთხი მწვავედ ავარიული კორპუსის სრულად ჩანაცვლებაზე. ასევე, ვარკეთილის მასივისა და ზემო პლატოზე მდებარე ნაკლებად მწვავე ავარიული კორპუსების მაცხოვრებლების გადაყვანაზე…. 170 ოჯახზეა საუბარი პირველ ეტაპზე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ერთჯერადი პროექტი. ეს არის ცოცხალი პროცესი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას საკმაოდ მასშტაბურად განვახორციელოთ ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი“ – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

შეძახილები ისმის კაპიტოლიუმის ბორცვზე

Deutsche Welle-ის ინფორმაციით, სამოქალაქო თავისუფლების დაცვის ამერიკულმა კავშირმა (ACLU) და სხვა ორგანიზაციებმა დონალდ ტრამპისა და ...