Home » მთავარი » „41 შეკითხვა „ქართულ ოცნებას“

„41 შეკითხვა „ქართულ ოცნებას“

ალბათ გახსოვთ „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების“ დირექტორის  ზვიად ტომარაძის 41 შეკითხვა, რომელიც პარტია „ქართულ ოცნებას“ დაუსვა. მას მერე დრო გავიდა, თუმცა კითხვები აქტუალურობას არ კარგავს. ახლა, როცა „ოცნება“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას წარმოადგენს, იმედია კითხვებს პასუხი გაეცემათ, მაგრამ უფრო დიდი იმედია, რომ ჩამოთვლილი პრობლემებიდან უმრავლესობა მოგვარდება, თუმცა თავად კითხების ავტორს ამისი ნაკლებად სჯერა.

-„ამ 41 შეკითხვიდან თითქმის ყველა ისევ აქტუალურია.
ჰოდა საინტერესოა უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ხელისუფლება აქედან 10% მაინც მოაგვარებს? მე პირადად მეეჭვება…“-ამბობს ტომარაძე.

ისიც ნათქვამია, „კაცი იმედით ცოცხლობსო“ და ჩვენც ისევ ვიმეორებთ ამ 41 კითხვას და ვეცდებით უახლოეს მომავალში ახლადარჩეული პარლამენტის წევრებისგან მოვისმინოთ პასუხები.

„41 შეკითხვა „ქართულ ოცნებას“

  1. რატომ არ აღადგინეთ სამართლიანობა?
    2. რატომ არ მიეცით სამართლებრივი შეფასება „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლიან დანაშაულებრივ მოღვაწეობას?
    3. რატომ შევიდა ქართული ოცნება კოჰაბიტაციაში მკვლელებთან და დამნაშავე რეჟიმის პარტიასთან?
    4. რატომ ინიშნებიან სხვადასხვა თანამდებობაზე ნაციონალური მოძრაობის კადრები, ხოლო ვინც დიდი წვლილი შეიტანა ნაციონალური მოძრაობის დამარცხებაში, უმუშევარია?
    5. რატომ არ შეზღუდეთ აზარტული თამაშების ბიზნესი?
    6. რატომ ჩააგდეთ პარლამენტში აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვის კანონპროექტი?
    7. რატომ არ აკრძალეთ ონლაინ სწრაფი სესხები?
    8. რატომ არ შეიქმნა სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, რომელიც 2015 წლის 22 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული “სახელმწიფო ენის შესახებ” კანონის მიხედვით 2016 წლის 1 თებრვლამდე უნდა შექმნილიყო?
    9. რატომ ჩაწერეთ ანტიდისკრიმინაციული კანონში ტერმინები: „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“, რითაც ჰომოსექსუალიზმი ბუნებრივ ნორმად აღიარეთ?
    10. რატომ არ დააყენეთ პარლამენტში კენჭისყრაზე საკონსტიტუციო შესწორება „ქორწინების განმარტების“ შესახებ?
    11. რატომ არ მიიღეთ ცვლილებები მიწის კანონში, რის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეეზღუდებოდათ ქართული მიწის შესყიდვა?
    12. რატომ არ მიიღეთ მიწის კოდექსი?
    13. რატომ არ მიიღეთ ეკონომიკური სასურსათო უსაფრთხოების კონცეფცია?
    14. რატომ არ მიიღეთ კანონი „ადგილობრივი წარმოების დაცვის შესახებ“?
    15. რატომ არ აკრძალეთ გემოდიფიცირებული საკვების შემოტანა?
    16. რატომ არ მიიღეთ კანონი „ქველმოქმედების შესახებ“?
    17. რატომ არ მიიღეთ კანონი „ცილისწამების შესახებ“?
    18. რატომ არ მიიღეთ კანონი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ“?
    19. რატომ არ იქნა დაშვებული ID ბარათების ალტერნატიული პირადობის მოწმობები?
    20. რატომ არ აიღეთ სიონსა და ანჩისხატს შორის არსებული კაზინო „შანგრილა“?
    21. რატომ არ აიღეთ რესპუბლიკის მოედნიდან „უმისამართო ველოსიპედი“?
    22. რატომ არ აიღეთ რიყეზე „დაყრილი მილები“, რომელიც ამახინჯებს ქალაქს?
    23. რატომ არა გაუუქმეთ ხელშეკრულება, ყაჩაღ კომპანია „სითი პარკს“?
    24. რატომ დაანგრიეთ საყდრისის ოქროს საბადო?
    25. რატომ აჩერებთ რესპუბლიკელებს მინისტრის პოსტებზე? მითუმეტეს ისეთი მნიშვნელოვანი სამინისტროს, როგორიცაა თავდაცვის სამინისტრო?
    26. რატომ არ სცადეთ სააკაშვილის მიერ საკუთარ თავზე მორგებული, სახელისუფლებო შტოებს შორის მართვის მოდელის შეცვლა, რაც აზარელებს ქვეყანას?
    27. რატომ არ მოაწესრიგეთ საარჩევნო კანონმდებლობა?
    28. რატომ არ შემცირდა მნიშვნელოვნად კომუნალური ტარიფები?
    29. რატომ არ შეცვალეთ პარტიების დაფინანსების წესი, რომელიც თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შექმნა?
    30. რატომ აბედინებთ სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს ჩაერიონ ქვეყნის საშინაო საქმეებში?
    31. რატომ აძლევთ არასამთავრობო ორგანიზაციებს იმის უფლებას, რომ მათი დირექტივების მიხედვით იმართებოდეს ქვეყანა?
    32. რატომ ატყუებთ საზოგადოებას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ილუზიებით?
    33. რატომ არ სცადეთ დალაპარაკება რუსეთის ხელისუფლებასთან, სხვანაირად როგორ წარმოგიდგენიათ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება?
    34. რატომ მიიღეთ საფრთხის შემცველი კანონი „იუვენალური იუსტიცია“?
    35. რატომ აპირებთ სკოლებში ახალი საგნის მე და საზოგადოების დანერგვას, რისი სწავლებაც ძირითადი საგნების საათების შემცირების ხარჯზე უნდა მოხდეს?
    36. რატომ არ დააბრუნეთ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის დედაენა?
    37. რატომ არაფერი იღონეთ სააფთიაქო მონოპოლიის წინააღმდეგ, რის გამოც შენარჩუნდა გაბერილი ფასები მედიკამენტებზე?
    38. რატომ არ მოწმდება საწვავის ხარისხი?
    39. რატომ არ გამოიძიეთ სააკაშვილის დროს გაყიდული სტრატეგიული ობიექტების საქმეები?
    40. რატომ არ გამოიძიეთ ზვიად გამსახურდიას, გურამ შარაძის, ზურაბ ჟვანიას და სააკაშვილის რეჟიმის დროს მომხდარი გახმაურებული მკვლელობები?
    41. რატომ უნდა გენდოთ ამომრჩეველი, თქვენი 4 წლიანი მოღვაწეობით ეს დაიმსახურეთ?

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ხანძარი მეხის დაცემის შემდეგ, 2 დღის წინ გაჩნდა (ვიდეო)

ლევან ქობალია Gepostet von ლევან ქობალია am Montag, 6. Juli 2020 მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის ...