Home » მთავარი » გადადგეს მურუსიძე, სუბელიანი, ჩინჩალაძე, გვენეტაძე…

გადადგეს მურუსიძე, სუბელიანი, ჩინჩალაძე, გვენეტაძე…

მურუსიძე, ჩინჩალაძე, გვენეტაძე და გომელაური – ეს ის გვარებია, რომელთა  პასუხისმგებლობასაც ითხოვს ზვიად კუპრავა და ამასთან, ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად რჩება მირზა სუბელიანის დაკავება და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას.

ზვიად კუპრავა ხელისუფლებას ამ მოთხოვნების შესასრულებლად დროსაც უთქვამს და აცხადებს, რომ თუ 22 საათამდე ისინი არ დაკმაყოფილდება, მაშინ აქციის ორგანიზატორები სულ სხვა მოთხოვნებს წამოაყენებენ. მათი დაკმაყოფილების შემთხვევაში კი ჩათვლიან, რომ „სისტემა ჩამოშალეს“.

კუპრავას განცხადებით, შეიქმნება საზოგადოებრივი საბჭო ზაზა სარალიძის ხელმძღვანელობით, რომელიც იურისტებით დაკომპლექტდება და სწორედ ეს საბჭო შეარჩევს ახალ მთავარ პროკურორს.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი კიდევ გაიზარდა

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5.677 მილიარდ დოლარს გადაარჭაბა. (ეროვნულ ვალუტაში 16,425 მლრდ ლარი) მონაცემები 2020 ...