Home » მთავარი » “მოგიწოდებთ ყველას: დავიბრუნოთ ხალხმა ხალხის ტელევიზია!”

“მოგიწოდებთ ყველას: დავიბრუნოთ ხალხმა ხალხის ტელევიზია!”

დავით ნებიერიძე

ენმ-ს წევრი

-დღეს, როდესაც რეალური გახდა ივანიშვილის ხელისუფლების დასასრული, ამ ბინძურმა ძალამ ყველა თავის ცოფიან ძაღლს ჩამოხსნა ნიღაბი და დაიწყო ფართომასშტაბიანი ლუსტრაციის პროცესი. შიში ყველაზე კარგი და უნივერსალური ლუსტრატორია. მთელი ძალით ამუშავდნენ სახელისუფლო და მასთან აფილირებული, სუს-ის მიერ მართული მედია საშუალებები და ინტერნეტ ტროლები. მათი მთავარი ამოცანაა ამ საპროტესტო მოძრაობის მარგინალიზაცია და ჭუჭყში ამოსვრა. ამ ბინძურ საქმეში ლიდერობს ტვ ობიექტივი, მთელი თავისი უბინძურესი წარმომადგენლებით – ინაშვილებით, მოურავებით, მძინარაშვილებით, მჟავანაძეებით და სხცა ცოფიანი ძაღლებით.

ასევე, ამ უბინძურეს საქმეში ჩართულია ქუმსიშვილის მედია ჰოლდინგი პალიტრა, თავისი ტელევიზიითა და რადიოთი. მაგრამ, ყველაზე მძიმე საყურებელია როგორ იბრძვის ხალხისა და სიმართლის წინააღმდეგ პირველი არხი. არხი, რომელსაც ჩვენ მოქალაქეები ყოველ წელს ვაფინანსებთ 50 მილიონით.

ეს არხი არ არის ხალხის. ეს ტელევიზია მიისაკუთრა ბიძინა ივანიშვილმა და ეს არხი ემსახურება ამ ერთ, ბოროტ ადამიანს და იბრძვის ხალხის წინააღმდეგ.

მოგიწოდებთ ყველას: დავიბრუნოთ ხალხმა ხალხის ტელევიზია!

 

Facebook Comments
x

Check Also

თბილისის საკრებულოში კულტურის სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში გაიმართა შეხვედრა ევროპის კულტურის პარლამენტის თავმჯდომარესთან, კარლ ერიკ ნორმანთან. შეხვედრაში მონაწილებას იღებდნენ თბილისის ...