Home » მთავარი » “ნუ აჰყვებით ,,სუსის” თამაშს! გელოდებით რუსთაველზე!”

“ნუ აჰყვებით ,,სუსის” თამაშს! გელოდებით რუსთაველზე!”

თამთა შამათავა

ახალი საქართველოს წევრი

-უნდა გავითავისოთ, რომ ,,ძალა ერთობაშია” მხოლოდ გერბზე ამოტვიფრული სიტყვები არაა! ნუ აჰყვებით ,,სუსის” თამაშს! ჩვენი, საზოგადოების, მოქალაქეების, პოლიტიკოსების თუ არაპოლიტიკოსების მთავარი მიზანია, აღსრულდეს სამართალი! მიუხედავად, ბინძური და უზნეო მცდელობებისა, ვერ გაგვთიშავენ და ვერ იბატონებენ! გვეყო დაპირისპირება! გვეყო იმისტობა თუ ამისტობა! დაპირისპირების მძიმე შედეგი საკმარისად ვიწვნიეთ! მოდით, გავერთიანდეთ სიმართლისთვის, სარალიძისთვის, მაჩალიკაშვილისთვის, შენთვის, ჩემთვის, ჩვენი შვილებისთვის! დავდგეთ ერთად და აღვასრულოთ სამართალი! მე მჯერა, რომ ვიპოვით ძალას და შევძლებთ ერთად დგომას! ქართველებს ეს არაერთხელ დაგვიმტკიცებია! გელოდებით, დღეს 18:00 საათზე რუსთაველზე!

Facebook Comments
x

Check Also

სიღნაღის მერის ცემის ფაქტი არ დასტურდება!..

“სამოქალაქო მოძრაობის” კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო გოგოლაშვილი უარყოფს სიღნაღის მერის ცემის ფაქტს და აცხადებს: ...