Home » მთავარი » საყურადღებო დეტალი – მემანქანეებსა და კომპანიას შორის მოქმედი შეთანხმება

საყურადღებო დეტალი – მემანქანეებსა და კომპანიას შორის მოქმედი შეთანხმება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ააიპ „ერთობა 2013“-ს შორის რამდენჯერმე
დაიდო კოლექტიური ხელშეკრულება.

მათ შორის: 2014 წლის 30 მაისს; 2016 წლის 28
აპრილს; 2016 წლის 24 მაისს; საბოლოოდ 2017 წლის 31 მაისს;
ამ უკანასკნელის მიხედვითაც დამსაქმებელი ვალდებულია:
1. გადაუხადოს საწარმოში დასაქმებულ კავშირის წევრს დანამატის სახით: მძიმე
(50ლ) და მავნე (70ლ) საშიშპირობებს მიკუთვნებულ თანამდებობებზე დასაქმებულებს;
2. საკვალიფიკაციო კლასებისათვის პირველი – 100ლ; მე-2-70ლ; მე-3-50ლ;
3. თანრიგებისათვის
4. წელთა ნამსახურება (2016 წლიდან);
5. ე.წ. „წყვეტილ სამუშაო გრაფიკისათვის“ ღამის საათებში საწარმოს ტერიტორიაზე
გატარებული პერიოდისათვის – ფულადი დანამატი – 10 ლ; (2014წ-ის მაისიდან);
6. აქვთ უფასო დაზღვევა;
7. გარდაცვალების შემთხვევაში გასცეს 1000 ლარის ოდენობით დახმარება;
8. ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დამატებით 5-დღიანი
ანაზღაურებადი შვებულება
9. ასევე უნაზღაურებს ავტობუსის მომსახურების საფასურს 375 ლარის ოდენობით;
10. დაოჯახების შემთხვევაში ეძლევათ დამატებით 10-დღიანი ანაზღაურებადი
შვებულება და ფულადი საჩუქარი 250 ლარის ოდენობით;
11. ბავშვის დაბადების შემთხვევაში ფულადი საჩუქარი 375 ლარი;
12. თავისუფალი დღით სარგებლობა (day off)
13. ღამის საათების ანაზღაურება (22:00-06:00 საათამდე) საათობრივი ტარიფის (8,65)
20%-იანი დანამატით; (2016 წლიდან);
14. სადღესასწაულო ფულადი საჩუქარი – დაახოებით 250 ლ (2016 წლიდან);
15. მეცამეტე ხელფასი – 100% (სავალდებულო წესით გაიცემა 2016 წლიდან);
მეტროს მემანქანეების შემოსავლების ზრდის დინამიკა 2013-2017 წლების მიხედვით:

პოზიცია 2013 2014 2015 2016 2017
მემანქანე ინსტრუქტორი 1,824 1,962 1,968 2,046 2,158
ხაზის მემანქანე 1,605 1,700 1,730 1,794 1,827

2013-დან 2017 წლის მდგომარეობით, მემანქანეების საშუალო შემოსავლების შესახებ
2014 წელი
• 2014 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ყოველთვიური ფიქსირებული ფულადი
დანამატი საკვალიფიკაციო კლასების მიხედვით:
ü პირველი კლასი – 100 ლარი;
ü მე-2 კლასი – 70 ლარი;
ü მე-3 კლასი – 50 ლარი;
• 2014 წლის 1 მაისიდან დაწესდა ფიქსირებული ფულადი დანამატი 10 ლარის
ოდენობით ყოველ ე.წ. „წყვეტილ სამუშაო გრაფიკზე“ (მემანქანეები რჩებიან საწარმოს
ტერიტორიაზე, რათა დილით უზრუნველყონ მოძრავი შემადგენლობის ხაზზე
გაყვანა)
2016 წელი
• 2016 წელს მაისის თვეში დაწესდა წელთა ნამსახურების დანამატის გაცემის წესი;
• 2016 წლის მაისის სექტემბრიდან ამოქმედდა ღამის საათების (22:00-06:00)
ანაზღაურების წესი მოქმედი ტარიფის 20%-იანი დანამატით;
• 2016 წლიდან სავალდებულო წესით გაიცემა სადღესასწაულო დანამატი წელიწადში
ორჯერ (აღდგომას -250 ლარი დარიცხული; წინა საახალწლოდ – ერთი თვის
ხელფასი)
2014-2015 წლებშიც გაიცა სადღესასწაულო დანამატი, თუმცა ეს არ იყო სავალდებულო წესის
თანახმად

Facebook Comments
x

Check Also

“79 სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს აშშ-ში იმყოფება, საქართველოში ჩამოვიყვანთ”

გიორგი გახარია – საქართველოს და აშშ-ს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 79 ქართველ სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს ...