Home » მთავარი » წულუკიანმა მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობა უნდა გაიაზიაროს..

წულუკიანმა მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობა უნდა გაიაზიაროს..

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ  წულუკიანმა მთავარი პროკურორი არ უნდა შეარჩიოს და შოთაძის პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს. დოლიძე ამბობს, რომ წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

“თეას არ აქვს გააზრებული ის რთული ვითარება, რომელიც მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს გამო შეიქმნა პროკურატურასა და სასამართლოში. შესაბამისად, მე ვერ ვხედავ ვერავითარ ნიშანს როგორ უნდა აარჩიოს კარგი მომავალი მთავარი პროკურორი იმ იუსტიციის მინისტრმა, რომელსაც ვერ გაუაზრებია, რა მძიმე ვითარება შეიქმნა ამ ორივე სფეროში. ვფიქრობ, წულუკიანმა მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობა უნდა გაიაზიაროს და უნდა დაანებოს თავი ამ ორ სფეროს. მიანდოს სხვა პიროვნებას რომელიც იმედი მაქვს, ნამდვილ რეფორმებს გაატარებს პროკურატურასა და სასამართლოში. ის ვერ იაზრებს, როგორც იუსტიციის მინისტრი რაოდენ მძიმე ვითარება შეიქმნა და მან შოთაძის პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს. მან არ უნდა შეარჩიოს მომავალი პროკურორი”,- განაცხადა ანა დოლიძემ.

Facebook Comments
x

Check Also

თბილისში კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის ორგანიზებით, კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა, ...