Home » მთავარი » განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომლებზეც ამ დღეების განმავლობაში კითხვები არსებობდა

განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომლებზეც ამ დღეების განმავლობაში კითხვები არსებობდა

შალვა თადუმაძე – განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომლებზეც ამ დღეების განმავლობაში კითხვები არსებობდა

„პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები გამართა – მალხაზ მაჩალიკაშვილთან და მის ადვოკატებთან, აგრეთვე, სარალიძის ოჯახთან და მის ადვოკატებთან, დადუნაშვილის მშობელთან და მის ადვოკატთან. აღნიშნულ შეხვედრებს ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და სახალხო დამცველი. განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომლებზეც ამ დღეების განმავლობაში კითხვები არსებობდა,“- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, შალვა თადუმაძემ შეხვედრების დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი შეხვედრისას ასევე შეთანხმდნენ ზაზა სარალიძისთვის საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდების ფორმატზე.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა სარალიძის ოჯახს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეიქმნას ინფორმაციით უზრუნველყოფის ფორმატი იმისათვის, რომ სარალიძის ოჯახს მუდმივად, მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ჰქონდეს ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა,“- განაცხადა შალვა თადუმაძემ.

ანალოგიური შეთანხმება დადუნაშვილების ოჯახთან შსს-ში რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე შედგა.

Facebook Comments
x

Check Also

რაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და საფრანგეთის თავდაცვის ატაშემ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. თავდაცვის ...