Home » მთავარი » ადვოკატები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ

ადვოკატები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ

ადვოკატები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. ერთ-ერთი მოზარდის უფლებადამცველი, ინგა შარაშენიძე სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მისაღებად დღეს მიმართავს. შარაშენიძის ცნობით, ის 2 კვირის ვადაში მიიღებს განაჩენის დასაბუთებას, შემდეგ კი ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

ადვოკატი, ლევან დადუნაშვილის ეპიზოდში, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამტყუნებას არ ეთანხმება. ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ მოზარდს 10 წელი და 6 თვე მიუსაჯეს, დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს კი 9 წელი და 9 თვე.

Facebook Comments
x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...