Home » მთავარი » “მატუტიზმი მძვინვარებს საქართველოში!..”
????????????????????????????????????

“მატუტიზმი მძვინვარებს საქართველოში!..”

სოსო მანჯავიძე

-17-საუკუნე ქობულეთის ბაზარი. მატუტა ჩესნერია თურქებზე დედას ჰყიდის. თეათინელი ბერების კითხვაზე, როგორ ჰყიდის ქრისტიანი ადამიანი ურჯულოებზე საკუთარ დედას,მატუტა პასუხობს,რომ ამას დედის სიკეთისთვის შვება.

მატუტას თქმით,დედამისი ჯერ ახალგაზრდაა,მან კი ცოლი მოიყვანა.რძალი დედამთილს არ გაახარებს და მოკლავს,ხოლო თურქეთში დედა გადარჩება და შეიძლება ბედსაც ეწიოს.

ცხადია,დედის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მატუტა სარგებელსაც ელოდება.
ამ პასაჟიდან ჩანს,რომ ჯერ კიდევ 17-ე საუკუნეში საქართველოში მძლავრი იყო ლიბერალური საბაზრო მიდგომები.

ასევე შეიძლება თვალი გავადევნოთ თუ რა ღრმაა ჩვენი ნჯო სექტორის ისტორიული ფესვები.
ესენი მატუტა ჩესნერიას შთამომავლები არიან.
ესენიც ასევე ჰყიდიან კოლექტიურ დედას ურჯულოებზე,
ერთი პრეზერვატივზე წმინდანების დახატვაში აძლევენ ფულს.
მეორეს- ეკლესიის ლანძღვა-გინებაში.
მესამეს- სოდომიის პროპაგანდაში
მეოთხეს-არეულობის მოწყობაში.

უბედურება ისაა,ეს მატუტა ჩესნერიები მონათმფლობელებმა ზედამხედველებად დაგვინიშნეს.
დღეს ისინი ცდილობენ გადაწყვიტონ ვინ იყოს ხელისუფლებაში და ვინ-არა.რა არის კარგი და რა-არა.
ხელისუფლება კი პირდაპირ ცახცახებს მათ წინაშე,
მატუტები და მატუტიზმი მძვინვარებს საქართველოში.

არადა მარტივია მატუტების ბატონობის მოშორება.
უბრალოდ, ტყვეთა სყიდვა უნდა ავკრძალოთ სოლომონივით.
ანუ უცხოეთიდან ამ მიზნებისთვის დაფინანსებულ ნჯო-ებს უნდა დავარქვათ ის რაც არიან-საკუთარი დედის გამყიდველი მატუტა ჩესნერიები.

Facebook Comments
x

Check Also

„ლელო“ უერთდება საერთო სახალხო პროტესტს…

მამუკა ხაზარაძე „ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ მოატყუა ქართველი ხალხი. ის ახლა ცდილობს, ...