Home » მთავარი » „არ ვენდობი ადამიანს, რომელიც მადანაშაულებს, რომ შვილი რომელიღაც პარტიას მივყიდე“

„არ ვენდობი ადამიანს, რომელიც მადანაშაულებს, რომ შვილი რომელიღაც პარტიას მივყიდე“

ზაზა სარალიძე საგამოძიო კომისიის წევრებს ხვდება. მისი თქმით სუბელიანის დაკავების მოლოდინი ჰქონდა და ეს იმედიც წაერთვა.

-„დარწმუნებული ხართ, რომ. გუშინ ამ კაცის დაკითხვას 9 საათი სჭირდებოდა? მე არ მგონია რომ ეს იქ დაკითხვაზე იყო. იმედი მქონდა დააკავებდნენ, მაგრამ…“-განაცხადა სარალიძემ.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ არ ენდობა ეკა ბესელიას, სხვა წევრებს კი ნდობას უცხადებს.

-საგამოძიებო კომისიაში ბესელიას გარდა ყველას ვენდობი. ადამიანი რომელიც მადანაშაულებს იმაში, რომ თითქოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მივეცი მე საშუალება, რომ ჩემი შვილის სულით მანიპულირებდეს ამ ადამიანს არ ვენდობი. კომისიას იმ ნაწილში ვენდობი, რომ აუცილებლად გამოააშკარავებენ იმ პირებს ვინც ეს საქმე გააყალბა და შეთითხნა“-ამბობს სარალიძე.

Facebook Comments
x

Check Also

შეძახილები ისმის კაპიტოლიუმის ბორცვზე

Deutsche Welle-ის ინფორმაციით, სამოქალაქო თავისუფლების დაცვის ამერიკულმა კავშირმა (ACLU) და სხვა ორგანიზაციებმა დონალდ ტრამპისა და ...