Home » მთავარი » 2012 წლის მონაპოვარს საფრთხეს უქმნის ოცნების ელიტარული ხელმძღვანელების უზნეო ე.წ. „პოლიტიკაც“

2012 წლის მონაპოვარს საფრთხეს უქმნის ოცნების ელიტარული ხელმძღვანელების უზნეო ე.წ. „პოლიტიკაც“

ნიკოლოზ მეტრეველი

2012 წლის მონაპოვარით საზოგადოებაში გაჩენილი იმედებიც კი საფრთხეშია. ამ მონაპოვარს საფრთხეს უქმნის არა ნაციონალური მოძრაობის ნარჩენები და სატელიტები, არამედ ქართული ოცნების ელიტარული ხელმძღვანელების არათანამიმდევრული და სამწუხაროდ ხშირად უზნეო ე.წ. „პოლიტიკაც“.

შევახსენებ იმ ადამიანებს (და არა შემოპარულებს თუ შემოყვანილებს) ვინც სააკაშვილის ხროვასთან, ჯერ კიდევ არა 2012წ. არამედ მათი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წლებიდან ვიბრძოდით – ჩვენი მოთხოვნა იყო:

1.ჭუჭყიანი და დანაშაულებრივი რეჟიმის დამხობა.
2. ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა.
3. არა შურისძიება, არამედ ყველა დამნაშავის გამოვლენა და დასჯა.
4.ქვეყანაში ისეთი სამართლებრივი და დემოკრატიული სისტემის შექმნა, რომელიც გარანტიას მოგვცემდა, რომ ბინძური დიქტატურა აღარ აღდგებოდა.

მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ ექვსი წლის თავზე, ამ მარტივი და ყველა ნორმალური ადამიანისათვის გასაგები მოთხოვნებიდან პრაქტიკულად არაფერი არ შესრულებულა. ოპონენტები მეტყვიან, რომ რეჟიმი დამხობილია ანუ პირველი პუნქტი მაინც შესრულდა, მე და საქართველოს პრაქტიკულად ყველა მოქალაქეს კი მიგვაჩნია, რომ ესეც შეუსრულებელია. არ არსებობს ხელისუფლების არც ერთი შტო და ვერტიკალი სადაც კოლექტიური სააკაშვილები და ძმანი მათნი არ არიან გაბატონებულნი. ამჟამად ექვსი წლის თავზე ამ ადამიანებმა“ ქართული ოცნების“ ზოგიერთი უპრინციპო და უხერხემლო ლიდერების დახმარებით და წახალისებით გადაწყვიტეს მათთვის დამახსიეთებლი უზნეო და ამორალური გზებით ხელისუფლების უკვე ღიათ უზურპირება. მათ ჩათვალეს და არც თუ უსაფძვლოთ, რომ ქვეყანაში სადაც კანონებს და სამართალს კოლექტიური „ზარდიაშვილ მურუსიძე თალაკავაძეები“ ქმნიან, საზოგადოებისა და ფორმალური ხელისუფლების გაუცხოება იმდენად დიდია, რომ ყველაფერი გაუვათ.

მათი ე.წ. ტაქტიკა და სტრატეგია მათსავით მარტივია – ადამინების სუფთა და სამართლიანი გრძნობებით სპეკულირების გზით, საქართველოში სამწუხაროდ არსებულ უიმედობისა და ხელისუფლებასა და ხალხს შორის გაუცხობის ფონზე, ქაოსის და ძალადობის ესკალაცია და ამ გზით ხელისუფლებაში უკვე ფორმალურად დაბრუნება.

ბატონი ივანიშვილის „ქართული ოცნების“ ლიდერად დაბრუნება საფუძველს გვაძლევს ჩავთვალოთ, რომ ნაციონალებისა და მათი სატელიტების ოცნება საქართველოში დესტაბილიზაცია გაღვივდეს არ შესრულდება, ამას ჩვენ რიგითი მოქალაქეებიც არ დავუშვებთ. მაგრამ, ეს მოვალეობა უპირველესად არსებულ ხელისუფლებას და მმართველ პარტიას აკისრია.
დიდი ხანია დროა დაიწყოს ხელისუფლების გაწმენდა ძველი და ახალი დამნაშავეებისაგან, პასუხი გაეცეს ქართულ საზოგადოებაში არსებულ სამართლიან გულისწყრომას და რაც მთავარია გაგვაცნონ ქვეყნის წლებში გაწერილი განვითარების სტრატეგიული გეგმა.

სათქმელი და გასაკეთებელი, ისევე როგორც მრავალ ჩვენს მოქალაქეს კიდევ ბევრი მაქვს, ძირითადი კი ერთია – ხელისუფლებამ მოკლე გონივრულ ვადაში დაიწყოს ღირსეულად და ადეკვატურად ფუნქციონირება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას რიგითი ადამიანები დავიწყებთ, ჩვენი მოთმინების რესურსი უსასრულო არ არის.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...